სენ-ლორან-დიუ-მარონი
| ქალაქი | |||
|---|---|---|---|
|
სენ-ლორან-დიუ-მარონი ფრანგ. Saint-Laurent-du-Maroni | |||
|
| |||
| |||
| ქვეყანა |
| ||
| საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტი | საფრანგეთის გვიანა | ||
| ოლქი | სენ-ლორან-დიუ-მარონის ოლქი | ||
| კოორდინატები | 5°30′14″ ჩ. გ. 54°01′44″ დ. გ. / 5.50389° ჩ. გ. 54.02889° დ. გ. | ||
| დაარსდა | 1852 | ||
| ფართობი | 4830 კმ² | ||
| ცენტრის სიმაღლე | 4 მეტრი | ||
| მოსახლეობა | 51 732 კაცი (2022) | ||
| სიმჭიდროვე | 11,0 კაცი/კმ² | ||
| საფოსტო ინდექსი | 97320 | ||
| ოფიციალური საიტი | https://www.saintlaurentdumaroni.fr/[1] | ||
სენ-ლორან-დიუ-მარონი (ფრანგ. Saint-Laurent-du-Maroni) — კომუნა საფრანგეთის გვიანაში, საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტში, რომელიც მდებარეობს ადმინისტრაციულ ცენტრ კაიენადან 253 კმ-ში. დაარსდა 1852 წელს. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით უკავია მეორე ადგილი 51 732 მოსახლით (2022 წელი)[2] და ჩამორჩება მხოლოდ ადმინისტრაციულ ცენტრს.[3]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოგიუსტ ბოდენის მიერ 1858 წელს დაარსებული პატიმართა მიმღები პუნქტი,[4] რომლებსაც ათავსებდნენ „ტრანსპორტაციის“ ბანაკში.[5]


ქალაქი მდებარეობს ინდიელების დასახლება კამალაკულიდან ახლოს,[6] რომელსაც სახელი დაარქვეს მათი ბელადის პატივსაცემად.[7] 1880 წლის 15 სექტემბერს ქალაქი გახდა განსაკუთრებული ციხის კომუნის დედაქალაქი; მერი იყო პენიტენციალური ადმინისტრაციის დირექტორი.[4] რატუშის შენობის მშენებლობა დამთავრდა 1907 წელს.[8]
როდესაც გასტონ მონერვილი 1932 წელს აირჩიეს დეპუტატად, მან სცადა ციხის კომპლექსის დაკეტვა. 1938 წლის 17 ივნისს ციხე გაუქმდა, მაგრამ საბოლოო დაკეტვა მოხდა მხოლოდ 1946 წელს.[7] 1949 წლის 9 ნოემბერს სენ-ლორან-დიუ-მარონი გახდა ოფიციალური კომუნა.[4]
რამდენიმე ინციდენტის შემდეგ, რომელიც დაკავშირებულია მკაცრი რეჟიმის ციხეებთან საფრანგეთის მატერიკულ ნაწილში, 2025 წელს საფრანგეთმა განაცხადა მკაცრი რეჟიმის ახალი ციხის გახსნის გეგმის შესახებ, რომლის ღირებულება შეფასებულია 400 მილიონ ევროდ, მშენებლობის დამთავრება შესაძლებელია 2028 წელს.[9]
2025 წლის ივნისში საფრანგეთის სახელმწიფოსა და ქალაქ სენ-ლორან-დიუ-მარონს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას 91 ჰექტარი სახელმწიფო მიწის გადაცემის შესახებ. საფრანგეთის მთავრობამ გადასცა 250 000 ჰექტარზე მეტი მიწა საფრანგეთის გვიანის თემებს, რამაც ხელი შეუწყო საზოგადოებრივი ობიექტების, საცხოვრებლების და ახალი ბიზნეს-პარკის შექმნას.[10]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სენ-ლორან-დიუ-მარონი — სასაზღვრე ქალაქია საფრანგეთის გვიანის ჩრდილო-დასავლეთში. ის მდებარეობს მდინარე მარონზე (ნიდერლ. Marowijne), სურინამში მდებარე ქალაქ ალბინას მოპირდაპირე მხარეს, სადაც მოხვედრა შესაძლებელია ბორნით ან პიროგათი.[11] შესაბამისად ქალაქს არ აქვს ატლანტის ოკეანეზე გასასვლელი; სავარაუდოდ ამან განაპირობა ქალაქის ადგილმდებარეობის არჩევა, რადგან ციხის ხელისუფლებას უნდოდა სენ-ლორან-დიუ-მარონის ციხიდან პატიმრების გაქცევის საშუალების აღმოფხვრა საზღვაო გზით.[7]
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სენ-ლორან-დიუ-მარონის აქვს ეკვატორიალური კლიმატი, რომელიც ეკვატორული კლიმატური სარტყელია (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია af), უფრო მეტად დამოკიდებული კონვერგენციის შიდატროპიკულ ზონაზე, ვიდრე პასატურზე და უციკლონოზე. ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში ერთნაირია, საშუალოწლიური მინიმუმით დაახლოებით 24 °C და საშუალოწლიური მაქსიმუმით დაახლოებით 29 °C, თუმცა ყველაზე უფრო მშრალი თვეებს სექტემბერს და ოქტომბერს აქვთ ცოტათი უფრო მაღალი საშუალო მაქსიმუმი - 31 °C. ქალაქში მოდის დიდი რაოდენობის ნალექი მთელი წლის განმავლობაში და იგი კლასიფიცირდება, როგორც ეკვატორული კლიმატური სარტყელი, რადგანაც ყველა თვეებში მოდის არა ნაკლებ 100 მმ-იანი ნალექი თვეში, განსხვავებით საფრანგეთის გვიანის სამხრეთის და აღმოსავლეთის რეგიონებისგან, სადაც სექტემბრის და ოქტომბრის თვეები, როგორც წესი უფრო მშრალია. 2016 წლის 27 სექტემბერს სენ-ლორან-დიუ-მარონიში დაფიქსირებული იქნა ტემპერატურა 38,0 °C, რაც ყველაზე უფრო მაღალი ტემპერატურაა, რომელიც როდესმე იყო დარეგისტრირებული საფრანგეთის გვიანაში.[12]
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქის ეთნიკური შემადგენლობა, როგორც მთელ საფრანგეთის გვიანაში მრავალფეროვანია: დღეისათვის ყველაზე უფრო დიდ ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენენ მარონები, რომელთა შემდეგ მოდიან კრეოლები, ინდიელები, ჰაიტელები, მეტროპოლიის მაცხოვრებლები და ბრაზილიელები.
მარონები ძირითადად გვხვდებიან კვარტალებში, რომელთა სახელწოდებაა la Charbonnière (სარამაკა და პარამაკანები), les Vampires და les Sables Blancs.[6] ამერიკელი ინდიელები ცხოვრობენ ქალაქის გარეუბნების რამდენიმე სოფლებში: ბალატეში (არავაკები),[13] პადოკში, პროსპერიტეში, ტერე რუჟში, ესპერანსაში, პიერში (კალინები).[14]
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| წელი | მოსახლ. | წლიური ±% |
|---|---|---|
| სენ-ლორან-დიუ-მარონის ისტორიული მოსახლეობა | ||
| 1954 | 3172 | — |
| 1961 | 3019 | −0,68 % |
| 1967 | 5031 | +8,85 % |
| 1974 | 5055 | +0,07 % |
| 1982 | 6971 | +4,44 % |
| 1990 | 13 616 | +8,71 % |
| 1999 | 19 211 | +3,91 % |
| 2010 | 38 367 | +6,60 % |
| 2015 | 43 600 | +2,59 % |
| 2021 | 50 250 | +2,39 % |
მიგრაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სენ-ლორან-დიუ-მარონის კომუნის 43 600 მაცხოვრებლის დაბადების ადგილები 2015 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით გამოიყურება შემდეგნაირად:[18]
- 64,1 % ადამიანი დაიბადა საფრანგეთის გვიანაში
- 5,3 % ადამიანი დაიბადა საფრანგეთის მეტროპოლიაში
- 0,9 % ადამიანი დაიბადა მარტინიკაში
- 0,5 % ადამიანი დაიბადა გვადელუპაში
- 0,2 % ადამიანი დაიბადა საფრანგეთის სხვა ზღვისიქითა ტერიტორიებში
- 29,0 % ადამიანი დაიბადა სხვა უცხოურ ქვეყნებში (ძირითადად სურინამში, რომელსაც მოსდევს ბრაზილია და თითქმის უკანასკნელ ადგილზეა ჰაიტი); მათ შორის 28,4 % იყო იმიგრანტი და 0,7 % უცხოეთში დაბადებული საფრანგეთის მოქალაქეების ბავშვები.
ქვემოთ მოყვანილია ქვეყნები, სადაც დაიბადნენ იმიგრანტები და რომლებიც ცხოვრობენ სენ-ლორან-დიუ-მარონის კომუნაში 2009 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით:[19]
- დაბადებული სურინამში: 7631
- დაბადებული ბრაზილიაში: 3105
- დაბადებული ჰაიტიზე: 1199
- დაბადებული გაიანაში: 327
- დაბადებული სხვა ქვეყნებში: 530
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქის სიახლოვეს მდებარე შაქრის ლერწმის პლანტაციებში აწარმოებენ რომ „La Belle Cabresse-ს“ (ასევე ნაკლებად ცნობილ „La Cayennaise-ს“ და „Cœur de Chauffe-ს“) რომის მწარმოებელ Saint Maurice-ის კომპანიისათვის.[20] რომი შეიცავს 50–55 % ალკოჰოლს (100-დან 110 გრადუსამდე) და გამოირჩევა მაღალი ხარისხით.
სენ-ლორან-დიუ-მარონისკენ მიმავალ გზაზე (სენ-ლორანიდან დაახლოებით 17 კმ სამხრეთით, სადაც ადრე მდებარეობდა Camp de la Rélégation-ის გამოსასწორებელი ბანაკი)[21] გვხვდება სარამაკების კუთვნილი ბევრი პატარა მაღაზია, სადაც იყიდება ხის ნაკეთობები, რითაც ეს მოსახლეობა ამაყობს, — განსაკუთრებით სკამები და მაგიდები. ჟავუეისკენ მიმავალ გზაზე ასევე მდებარეობს მარონი ხელოსნების სოფელი.[22]
ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1890 წლიდან 1897 წლის ჩათვლით პერიოდში სენ-ლორან-დიუ-მარონიდან სენ-ჟან-დიუ-მარონამდე აშენდა 16 კმ-იანი დეკოვილის სიგანის (600 მმ) რკინიგზა. კიდევ ერთი 22 კმ-იანი რკინიგზა გაიყვანეს სოფელ შარვენში მდებარე ხე-ტყის საჭრელ ბაზამდე. გამოსასწორებელი-შრომითი ბანაკების დახურვის შემდეგ ეს რკინიგზები მიატოვეს.[23]
კაიენიდან სენ-ლორან-დიუ-მარონამდე მოხვედრა უპირატესად შესაძლებელია Route Nationale 1-ის გზის საშუალებით. მდინარე მარონიზე ახლახანს აშენდა ახალი პორტი, მაგრამ დღეისათვის მას არ გააჩნია საკმარისი ინფრასტრუქტურა და მდინარის საკმარისი სიღრმე. სენ-მორისის აეროდრომი 1946 წელს გავიდა ექსპლოატაციიდან, მაგრამ გამოიყენება სპორტული მიზნებისთვის.[24] სენ-ჟანის ავტოგზა სენ-ლორანს აკავშირებს სენ-ჟან-დიუ-მარონთან და იქ განლაგებულ სამხედრო ბაზასთან.
2010 წელს გაიხსნა სენ-ლორან-დიუ-მარონთან დამაკავშირებელი ეროვნული ავტოგზა, რომელიც იწყება პლატო-დე-მინთან და მთავრდება აპატუში. ავტოგზა გაიხსნა გვიანის ტურში მონაწილეობისათვის.[25] იგეგმება ავტოგზის დაგრძელება მარიპასულამდე. სამშენებლო სამუშაოების დაწყება აპატუსა და პაპაიშტონს შორის იგეგმება 2021 წელს.[26]
ქალაქი ასევე საჭირო პორტია იმ პირებისთვის, ვინც მიემგზავრება დეპარტამენტის სიღრმეში პიროგებით ან სურინამის ქალაქ ალბინაში ბორნით ან პიროგით.[27]
ქალაქ სენ-ლორან-დიუ-მარონის აეროპორტს ემსახურება ავიაკომპანია Air Guyane Express.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Annuaire de service-public.fr
- ↑ Populations de référence 2022
- ↑ Votre recherche: Saint-laurent-du-maroni. Le site de David Malescourt. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-03.
- 1 2 3 Historique de Saint-Laurent-du-Maroni fr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 აპრილი 2021. ციტირების თარიღი: 7 June 2020
- ↑ BAGNE DE SAINT-LAURENT-DU-MARONI - CAMP DE LA TRANSPORTATION fr. ციტირების თარიღი: 7 June 2020
- 1 2 Guide Saint-Laurent-du-Maroni fr. ციტირების თარიღი: 7 June 2020
- 1 2 3 Saint-Laurent du Maroni, Histoire d'une commune fr (16 September 2016). ციტირების თარიღი: 7 June 2020
- ↑ Villes de l'Ouest Guyanais. Le monde à portée de main (30 October 2013). ციტირების თარიღი: 25 May 2025
- ↑ Lamche, Anna (19 May 2025). „France to open new high security prison in French Guiana“. BBC News.
- ↑ „250 000 hectares promis : l’État commence par Saint-Laurent-du-Maroni avec 91 hectares rétrocédés“. la1ere.franceinfo.fr. 16 June 2025.
- ↑ Annonce Ferry Albina - St. Laurent du Maroni MARS 14 et 15,2020 fr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ივნისი 2020. ციტირების თარიღი: 7 June 2020
- ↑ Masters, Jeff; Henson, Bob. Confirmed: 2016 the Warmest Year in History of Global Recordkeeping. Wunderground (18 January 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 May 2018. ციტირების თარიღი: 7 May 2018
- ↑ Traditional Wayana Crafts : part of humanity's heritage to be protected fr. ციტირების თარიღი: 7 June 2020
- ↑ Pluralité linguistique en Guyane : un aperçu fr. ციტირების თარიღი: 7 June 2020
- ↑ SPLAF. Agglomérations et villes de la Guyane. ციტირების თარიღი: 12 April 2021
- ↑ INSEE. (2024-01-20) Séries historiques de population (1876 à 2021) - Communes fr.
- ↑ La Guyane française, page 33, Gérard Brasseur
- ↑ Recensement de la population de 2015 - Individus localisés au canton-ou-ville en 2015. INSEE. ციტირების თარიღი: 2019-02-03
- ↑ Panorama de la population immigrée en Guyane. INSEE. ციტირების თარიღი: 2019-02-03
- ↑ LES RHUMS GUYANAIS fr. ციტირების თარიღი: 7 June 2020
- ↑ Le camp de la relégation de Saint-Jean-du-Maroni fr. ციტირების თარიღი: 7 June 2020
- ↑ Mana fr. ციტირების თარიღი: 18 February 2021
- ↑ Prison Railways in French Guiana, 2014. ციტირების თარიღი: 31 May 2020
- ↑ Aérodrome Saint Maurice, Piste d'aérodrome / d'aéroport à Saint-Laurent-du-Maroni fr. ციტირების თარიღი: 7 June 2020
- ↑ „La route d'Apatou raccommodée“. Guyane la Première (ფრანგული). ციტირების თარიღი: 6 June 2020.
- ↑ „Route Maripasoula-Papaichton : 1 million d'euros par kilomètre“. France Guyane (ფრანგული). ციტირების თარიღი: 10 August 2020.
- ↑ Distrikt Marowijne nl. ციტირების თარიღი: 3 June 2020