სენტ-კლერი (მდინარე)

სენტ-კლერი (ინგ. St. Clair River) — მდინარე ჩრდილოეთ ამერიკაში, დიდი ტბების სისტემაში. სიგრძე - 43 კმ. გამოდის ჰურონის ტბიდან, ჩადის სენტ-კლერის ტბაში. წარმოადგენს საზღვარს აშშ-სა და კანადას შორის. წყლის საშუალო ხარჯი შეადგენს 5270 მ³/წმ-ს. სენტ-კლერი არის დიდი დტების სანაოსნო გზის ნაწილი. შესართავთანაა ქალაქები პორტ-ჰურონი (აშშ) და სარნია (კანადა).
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „სენტ-კლერი“ ვიკისაწყობში.