სენტ-გოდენსის დაბლ-იგლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სენტ-გოდენსის „დაბლ-იგლი“ ($20)
(აშშ-ის დროშა აშშ)
ნომინალი: 20 დოლარი
დიამეტრი: 34 მმ
წონა: 33,4 
ჯგუფი: წარწერა „E PLURIBUS UNUM“
ლითონი: 90% Au და 10% Cu
მოჭრის წლები: 1907 — 1933 (შეწყვეტებით)
ავერსი
ავერსი
აღწერა: თავისუფლების, მასიმბოლიზირებელი ქალი ჩირაღდანითა და ზეთისხილის ტოტით
აქაქი: ოგასტეს სენტ-გოდენსი
რევერსი
რევერსი
აღწერა: თეთრთავა არწივიაშშ-ის ჰერალდიკური სიმბოლო
აქაქი: ოგასტეს სენტ-გოდენსი

სენტ-გოდენსის „დაბლ-იგლი“ (ინგლ. St. Gaudens Double Eagle) ან სენტ-გოდენსის 20 დოლარი — აშშ-ის ოქროს მონეტები 20 დოლარიანი ნომინალით, რომელნიც 1907-1933 წლებში იჭრებოდნენ. აშშ-ში, მიმოქცევაში ოდესმე არსებული მონეტებიდან, ყველაზე ლამაზებად ითვლებიან[1]. აქვთ რამდენიმე ნაირსახეობა.

მონეტა მისი დიზაინერის — ამერიკელი სკულპტორის ოგასტეს სენტ-გოდენსის საპატივსაცელმოდაა დარქმეული. თეოდორ რუზველტი, ისწრაფვოდა რა, ამერიკული მონეტები უფრო ლამაზები და ესთეთიკურად მიმზიდველები გაეხადა, 1904 წელს სენტ-გოდენსს ახალი მონეტის ტიპების შემუშავება სთხოვა. აშშ-ის ზარაფხანასთან თანამშრომლობის ნეგატიური გამოცდილების და მთავარ გრავიორ ჩარლზ ბარბერთან არც თუ ისე მეგობრული ურთიერთობის მიუხედავად, სენტ-გოდენსმა მიიღო პრეზიდენტის შეთავაზება. ახალი მონეტების შექმნის და მათი ფართო მოხმარებაში გაშვება შეფერხებებით მიმდინარეობდა, ეს გამოწვეული იყო ნაწილობრივ როგორც სენტ-გონდსის ავადმოყოფობით, ასევე თვითონ მონეტის რელიეფის გამოსახულების განსაკუთრებულობებითაც. სენტ-გოდენსი 1907 წელს გარდაიცვალა, ამ დრომდე მან უკვე მოასწრო 10 და 20 დოლარიანი მონეტების დიზაინის შექმნა, თუმცა მათ მიმოქცევაში გაშვებას ვეღარ მოესწრო.

პირველი არც თუ ისე დიდი ტირაჟის შემდეგ, სამონეტო ეზოს გრავიორმა ბარბერმა მონეტის რელიეფურობის უფრო შემცირებით დიზაინს მოდიფიცირება გააკეთა. ამ ცვლილების შედეგად მონეტის მოჭრის პროცესი შედარებით გაადვილდა. მონეტებზე, რომელნიც 1907 წელს და 1908 წლის დასაწყისში მოიჭრნენ, არ იყო დევიზი IN GOD WE TRUST (ჩვენ ღვთის გვჯერა) — ამერიკული ფულის აუცილებელი ატრიბუტი. აშშ-ის კონგრესის მოთხოვნით დევიზი დატანილ იქნა გამოსახულებაზე, ხოლო მონეტებმა, რომელნიც სიტვყა GOD-ს არ შეიცავდნენ, მიიღეს სახელი „უღმერთოები“ (ინგლ. godless).

სენტ-გოდენსის „დაბლ-იგლი“ ძირითადად საერთაშორისო ვაჭრობისთვის გამოიყენებოდა.

იმისდა მიუხედავად, რომ 1933 წელს 455 ათასი ეგზემპლარი მოიჭრა, დღესდღეობით ამ მონეტების რამდენიმე ეგზემპლარიღაა შემორჩენილი. დანარჩენი კი გადადნობილ იქნა, აშშ-ის მიერ ოქროს სტანდარტზე უარის თქმის გამო. 1933 წლის სენტ-გოდენსის „დაბლ-იგლი“ დღესდღეობით ყველაზე ძვირადღირებული ამერიკული მონეტაა მსოფლიოში, რომელიც 2002 წელს აუქციონზე 7 590 020 ამერიკულ დოლარად გაიყიდა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]