სენმურვის გამოსახულება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სენმურვის გამოსახულება — კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საქართველოში, შიდა ქართლის რეგიონში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ატენში. დასავლეთის ფასადის კვადრატულ ფილაზე გამოსახულია მითიური ძაღლი-ფრინველი ფრთებით და ზემოთ აპრეხილი კუდით. მას ენა აქვს გამოყოფილი. გამოსახულება მთლიანად ავსებს ფილას. მისი სხეული დაფარულია სხვადასხვა გეომეტრიული ნახატებით, ხოლო კუდი რომბის მაგვარი წნულითაა დაფარული. რელიეფის ადგილმდებარეობა არ უნდა იყოს პირვანდელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1.https://memkvidreoba.gov.ge/objects/stoneengrave/stoneengraveMembershipObject?id=4