The Sandman

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სენდმენი)
„სენდმენი“
„The Sandman“

გამომცემელი
გუნდი
ტექსტის ავტორ(ებ)ი ნილ გეიმანი
პირველი გამოცემა
პირველად გამოიცა The Sandman #1 (1989 წლის იანვარი)
ენა ინგლისური

The Sandman (ქართ. სენდმენი; სიტყვა-სიტყვით „ქვიშის კაცი“) — ამერიკული კომიქსების სერია, რომელიც დაწერა ნილ გეიმანმა და გამოსცა DC Comics-მა. მის არტისტებს შორის არიან სემ კითი, მაიკ დრინგენბერგი, ჯილ ტომფსონი, შონ მაკმანუსი, მარკ ჰემპელი, ბრაიან ტალბოტი და მაიკლ ზული. კომიქსის ორიგინალი სერია 75 ნომრისგან შედგება და ის 1989 წლის იანვრიდან 1996 წლის მარტამდე გამოიცემოდა. 47-ე ნომრიდან დაწყებული, კომიქსს DC-ს საკუთრებაში მყოფი Vertigo Comics გამოსცემდა.

სენდმენის მთავარი პერსონაჟია სიზმარი (ინგლ. Dream), რომელსაც ასევე მორფეუსსა და სხვა სახელებს უწოდებენ. ის შვიდი უსასრულოდან ერთ-ერთია. სხვა უსასრულონი არიან სვე (ინგლ. Destiny), სიკვდილი (ინგლ. Death), სურვილი (ინგლ. Desire), სასოწარკვეთა (ინგლ. Despair), სიგიჟე (ინგლ. Delirium) და სპობა (ინგლ. Destruction; რომელსაც ასევე „უძღებად“ მოიხსენიებენ). სერიას ახასიათებს გეიმანისთვის საფირმო მეტაფიზიკური არსებების ანთროპომორფული პერსონიფიკაციის გამოყენება, პარალელურად კი მითოლოგიისა და ისტორიის გაერთიანება საშინელებათა ჟანრის ელემენტებით DC Universe-ის ფარგლებში.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Gaiman, Neil. (2014)The Sandman Summary. ციტირების თარიღი: March 13, 2014
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=The_Sandman&oldid=4406200“-დან