სემ ჩაილდერსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სემ ჩაილდერსი
Sam Childers 2009.jpg
სემ ჩაილდერსი
დაბ. სახელი სემ ჩაილდერსი
დაბ. თარიღი 1962
გრანდ-ფორქსი, ჩრდილოეთი დაკოტა, აშშ
მეუღლე(ები) ლინი
შვილ(ებ)ი 1 შვილი

სემ ჩაილდერსი (ინგლ. Sam Childers; დ. 1962, გრანდ-ფორქსი, ჩრდილოეთი დაკოტა, აშშ) — ბაიკერების ბანდის ყოფილი წევრი, რომელიც ამჟამად თავის რესურსებსა და ცხოვრებას უძღვნის სამხრეთ სუდანში, სამხედრო მოქმედებების ზონაში მყოფი ბავშვების სიცოცხლის გადარჩენას. ჩაილდერსმა და მისმა მეუღლემ ლინმა აღმოსავლეთ აფრიკაში დააფუძნეს ობოლ ბავშვთა თავშესაფარი,[1] სადაც დღეისათვის იმყოფება 300-მდე ბავშვი.[2] სემ ჩაილდერსი დაიბადა ჩრდილოეთ დაკოტაში. ჰყავდა ორი უფროსი ძმა – პოლ ჯუნიორი და ჯორჯი, და და, სახელად დონა, რომელიც გარდაეცვალა. 1974 წელს როდესაც ჩაილდერსს 12 წელი შეუსრულდა მისი ოჯახი საცხოვრებლად მინესოტის შტატის ქალაქ გრანდ-რაპიდზში გადავიდა. მოზარდობის პერიოდში ჩაილდერსმა მისწრაფება გამოიჩინა სიგარეტის, მარიხუანის, ალკოჰოლისა და ჰეროინის მიმართ, რამაც ის ნარკომანად აქცია. გარდა ამისა, ვაჭრობდა ნარკოტიკებით და ინტერესს იჩენდა ალკოჰოლისა და მოტოციკლების მიმართ, რამაც კანონგარეშე ცხოვრებამდე მიიყვანა.[3] 1992 წლის ზაფხულში ჩაილდერსმა ქრისტიანობა მიიღო. პასტორმა მას აფრიკაში გამგზავრება უწინასწარმეტყველა. 1998 წლის ბოლოს იგი პირველად გაემგზავრა სუდანში, სადაც გარკვეულ ხანში თავის მეუღლესთან ერთად დააარსა ობოლთა თავშესაფარი, სადაც ამჟამად 300-მდე ობოლი ბავშვი იყრის თავს. აფრიკაში გატარებულ წლებს იგი დაწვრილებით აღწერს თავის წიგნში „ადამიანის სხვა ომი“.[4]

2011 წელს გამოვიდა ფილმი „მოქადაგე ტყვიამფრქვევით“, რომელშიც გაშუქებულია სემ ჩაილდერსის ცხოვრება და მოღვაწეობა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Angels of East Africa. Angels of East Africa. წაკითხვის თარიღი: 2010-10-08.
  2. Missionary Fights for Children of East Africa – Christian World News – CBN News – Christian News 24-7. CBN.com. წაკითხვის თარიღი: 2010-10-08.
  3. Morrison, Keith. (2006-09-26) In war-torn Uganda, kids only emerge at night – Dateline NBC – msnbc.com. MSNBC. წაკითხვის თარიღი: 2010-10-08.
  4. Another Man's War | Book Videos, Interviews & Podcasts from B&N Studio. Media.barnesandnoble.com. წაკითხვის თარიღი: 2010-10-08.