შინაარსზე გადასვლა

სემიჰა ბერქსოი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სემიჰა ბერქსოი
Semiha Berksoy
დაბადების თარიღი 24 მაისი, 2010
კონსტანტინოპოლი, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 15 აგვისტო, 2004
სტამბოლი, თურქეთი
მოქალაქეობა თურქეთის დროშა თურქეთი
პროფესია საოპერო მომღერალი
ჯილდოები სახელმწიფო არტისტი

სემიჰა ბერქსოი (თურ. Semiha Berksoy, 24 მაისი, 1910 - გ. 15 აგვისტო, 2004) — თურქი ოპერის მომღერალი.  თეატრისა და კინოს მსახიობი. იგი ითვლება პირველ საოპერო მომღერლად თურქეთში. [1]

სემიჰა ბერქსოი დაიბადა ჩენგელიკის კვარტალში ქალაქ სტამბულში. დედა მხატვარი იყო.

1929 წელს გოგონა სწავლობდა მხატვრობას სტამბულის სახვითი ხელოვნების აკადემიაში ნამიკ ისმაილის სახელოსნოში; 1939 წელს დაამთავრა ბერლინის მუსიკალური აკადემია. აგრეთვე დაეუფლა საშემსრულებლო ხელოვნებასა და მუსიკას დარიულბედაიას სახელობის დრამატულ სკოლასა (დააარსა მუჰსინ ერთუგრულმა) და სტამბულის მუსიკის კონსერვატორიაში.[2]

სემიჰა ბერქსოის ნამუშევრები წარმოდგენილია რამდენიმე ინდივიდუალურ გამოფენაზე, მისი ნამუშევარი გერმანიის ბონის კუნტმუზეუმის კოლექციის ნაწილია; გამოფენილია სტამბოლის თანამედროვე და ფერწერისა და ქანდაკების მუზეუმში.

სემიჰას კინოკარიერა დაიწყო 1931 წელს რეჟისორ მუხსინ ერთუგრულის პირველ ხმოვან ფილმში «İstanbul Sokaklarında», სადაც სემიჰას როლი შეასულა. შემდეგ თამაშობდა სტამბულის ოპერეტებში. 1934 წელს ითამაშა პირველ თურქულ ოპერაში «Özsoy». იმავე წელს მისი დებიუტი შედგა საერთაშორისო სცენებზე გერმანიასა და პორტუგალიაში.1939 წელს სემიჰა ბერსქოიმ შეასრულა არიადნას პარტია ოპერიდან „არიადნა ნიქსოსზე“.

1972 წელს დაასრულა ოპერის მომღერლის კარიერა, თუმცა კვლავ თამაშობდა თეატრის სცენაზე.[2]

იგი  გარდაიცვალა 2004 წლის 15 აგვისტოს სტამბოლში გულის ოპერაციის შემდეგ გართულებებისგან. სემიჰას დარჩა ქალიშვილი ზელიხა ბერქსოი.

სემიჰა ბერქსოი, ""პრიმადონა" და "სახელმწიფო არტისტი" იყო წამყვანი ფიგურა თურქეთის კულტურული ცხოვრების ისტორიაში.

2019 წლის 24 მაისს, სემიჰა ბერსქოის დაბადებიდან ას ცხრა წლის აღსანიშნავად, Google- მა გამოუშვა თემატური ნახატები (Doodle), რომელიც მომღერლის ხსოვნას მიეძღვნა. [3]

  • İstanbul Sokaklarında ("სტამბულის ქუჩებშიl"), (1931)
  • Söz Bir, Allah Bir, (1933)
  • Büyük Sır ("დიდი საიდუმლო"), (1956)
  • Karanlık Sular ("გველის ზღაპარი"), (1993)
  • Boulevard Bio, (2002)
  1. reproduction right
  2. 2.0 2.1 Sebnem Arsu (August 23, 2004) «Semiha Berksoy, 94, Turkish Star of Opera and Art, Dies»[მკვდარი ბმული], The New York Times.
  3. Semiha Berksoy’s 109th Birthday. Google (24 May 2019).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სემიჰა_ბერქსოი“-დან