შინაარსზე გადასვლა

სემიუელ ადამსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ადამსი.
სემიუელ ადამსი
დაბადების თარიღი 27 სექტემბერი, 1722(1722-09-27)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10]
დაბადების ადგილი ბოსტონი[2] [3]
გარდაცვალების თარიღი 2 ოქტომბერი, 1803(1803-10-02)[1] [2] [3] [11] [4] [6] [7] [8] [9] [10] (81 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბოსტონი[2] [3]
მოქალაქეობა აშშ
განათლება ჰარვარდის უნივერსიტეტი და ჰარვარდის კოლეჯი
მამა Samuel Adams, Sr.
დედა Mary Fifield Adams
მეუღლე/ები Elizabeth Checkley Adams და Elizabeth Wells Adams
შვილ(ებ)ი Hannah Wells[12]
ჯილდოები ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი[13]

სემიუელ ადამსი (ინგლ. Samuel Adams; დ. 27 სექტემბერი, 1722, ბოსტონი — გ. 2 ოქტომბერი, 1803, იქვე) — ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი. ჩრდილოეთ ამერიკის ინგლისური კოლონიების დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის (1776-1783) ერთ-ერთი ორგანიზატორი.

პოლიტიკურ საქმიანობამდე კომერსანტი იყო. შემდგომ სათავეში ჩაუდგა რევოლუციურ ორგანიზაციას — „თავისუფლების შვილებს“, რომელიც უმთავრესად დემოკრატიულ ძალებს (წვრილი ფერმერები, ხელოსნები, მუშები) აერთიანებდა. 1772 წელს ადამსის ინიციატივით ბოსტონში შეიქმნა კორესპონდენტული კომიტეტი. მალე ასეთი კომიტეტები ყველა ინგლისურ კოლონიაში ჩამოყალიბდა და რევოლუციური ძალების ორგანიზაციის ცენტრებად იქცა. ადამსი კონტინენტური კონგრესის მოწვევის (1774) ერთ-ერთი ინიციატორი და კონგრესების აქტიური წევრი იყო 1774-1782 წლებში. მან მხარი დაუჭირა 1787 წლის კონსტიტუციას, ცდილობდა მის დემოკრატიზაციას და ილაშქრებდა მონობის წინააღმდეგ. 1794-1797 იყო მასაჩუსეტსის შტატის გუბერნატორი. ადამსი იზიარებდა განმათავისუფლებელ იდეებს. იგი ცნობილია „დემოკრატიის მამის“ სახელით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 1 2 3 4 Адамсъ // Энциклопедический лексиконСПб: 1835. — Т. 1. — С. 172.
  3. 1 2 3 4 Адамс, Самуэль // Энциклопедический словарь / под ред. И. Е. АндреевскийСПб: Брокгауз — Ефрон, 1890. — Т. I. — С. 161.
  4. 1 2 SNAC — 2010.
  5. Find a Grave — 1996.
  6. 1 2 Brockhaus EnzyklopädieF.A. Brockhaus, 1796.
  7. 1 2 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  8. 1 2 GeneaStar
  9. 1 2 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  10. 1 2 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  11. Encyclopædia Britannica
  12. Geni.com — 2006.
  13. Members of the American Academy Listed by election year, 1780-1799AAAS.