სემიონოვსკის ციხესიმაგრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

სემიონოვსკის ციხესიმაგრე (რუს. Семёновская крепость) — თავდაცვითი ნაგებობა როსტოვის ოლქის ნეკლინოვსკის რაიონის ტერიტორიაზე, რომელიც არსებობდა XVII საუკუნის დასასრულიდან XVIII საუკუნის დასაწყისამდე, მდინარე მიუსის შესართავთან[1]..

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილია, რომ 1674 წელს მოსკოვიდან დონის მიწაზე გააგზავნეს თავადი პეტრე ივანეს ძე ხოვანსკი-ზმეი, რომელსაც დაავალეს ციხესიმაგრის აშენება მდინარე მიუსზე. ეს იდეა ამ პერიოდისათვის არ განხორციელდა, რადგან ციხესიმაგრის მშენებლობისათვის შესაფერისი ადგილი ვერ მოიძებნა[2]. ციხესიმაგრე ააშენეს მოგვიანებით, 1698 წელს და ცნობილი გახდა მიუსის სახლწოდებით, გარკვეული პერიოის შემდეგ კი ეწოდა სემიონოვსკის ციხესიმაგრე.

ციხესიმაგრე ააშენეს არასწორი მართკუთხედის ფორმით, რომელსაც ჰქონდა 4 ბასტიონი და ორი ნახევრად ბასტიონი. ციხესიმაგრეს გააჩნდა ერთი ჭიშკარი, რომელსაც იცავდა ნახევრადბასტიონები. მას მიწაყრლები ჰქონდა გარშემორტყმული, რომლის სიმაღლეც იყო 3,5 მეტრი, სიღრმე 2 მეტრი, ხოლო სიგანე 6 მეტრი. ციხესიმაგრის ფართობი იყო 600х500 მეტრზე.

1699 წლის მდგომარეობით გარნიზონი მოითვლიდა 421 ადამიანს, რომელთა შემადგენლობაშიც შედიოდნენ მშვილდოსნები, ცხენოსნები და ჯარისკაცები. ამავე დროს ციხესიმაგრეში იდგნენ კაზაკები, რომლებიც ახორციელებდნენ სავაჭრო გემების შემოწმებას. 1711 წელს ციხესიმაგრე ნაწილობრივ გაანადგურეს[1].

XXI საუკუნეში ციხესიმაგრის ნაშთები მოსჩანს მიუსის ლიმანის ნაპირზე, დროდადრო ძველი ციხესიმაგრის ტერიტორიაზე მიმდინარეობს არქეოლოგიური კვლევა და გათხრები. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს კერამიკის ელემენტები და ჩიბუხები[3].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Новочеркасск. Энциклопедия. — Новочеркасск: ООО «Издательство Новопринт»,2005. — 720 с. 1257 ил. — С.353
  2. Славянская энциклопедия: XVII век в 2-х томах. Н-Я. Том 2 Авторы: Владимир Вольфович Богуславский. С. 307
  3. Семёновская крепость