სელმა ბლერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სელმა ბლერი
Selma Blair, May 2010 cropped.jpg
ბლერი 2010 წლის მაისში
დაბადების სახელი სელმა ბლერ ბიტნერი
დაბადების თარიღი 23 ივნისი, 1972 (1972-06-23) (48 წლის)
მიჩიგანი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
ალმა-მატერი მიჩიგანის უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1990-დღემდე
მეუღლე(ები) აჰმეტ ზაპა (იქ. 2004–06)
პარტნიორ(ებ)ი ჯეისონ ბლეიკი (2010-2012)
შვილ(ებ)ი 1

სელმა ბლერ ბეიტნერი (დ. 23 ივნისი, 1972) - ამერიკელი მსახიობი. მან ითამაშა არაერთი მცირე როლი ფილმებში და ტელევიზიებში, შემდეგ კი 1998 წელს, ფილმში, ''ბრაუნის რექვიემში'' შესრულებული როლით მან დიდი აღიარება მოიპოვა. დიდ წარმატებას მიაღწია სხვა როლებითაც, მათ შორისაა ზო ბინის როლი WB-ს სიტკომში, ''ზო, დანკანი, ჯეკი და ჯეინი'' (1999-2000). სესილ კალდველის როლი მოირგო საკულტო ფილმში,''სახიფათო თამაშები'' (1999). 2001 წელს ბლერი გადაიღეს ამერიკულ კომედიაში ქერა ადვოკატი (2001) და ასევე ფილმში, ყველაზე საყვარელი რამ (2002). დიდი საერთაშორისო პოპულარობა მოიპოვა ლიზ შერმანის როლით, დიდი ბიუჯეტის მქონე ფანტასტიკურ ფილმებში: ჰელბოი (2004) და ჰელბოი 2: ოქროს არმია (2008).

მის სხვა მნიშვნელოვან ფილმებს წარმოადგენს: მეზღაპრე (2001), ბიჭების წვეულება (2003), უსირცხვილონი (2004), ნისლი (2005), WΔZ (2007), სიყვარულის დღესასწაული (2007), პოკერის სახლი (2008), მუქი ცხენი (2011), მათ სხეულში (2012), ჩვეულებრივი სამყარო (2016), დედები და ქალიშვილები (2016), დედა და მამა (2017) და შემდეგ (2019).

ტელევიზიაში, ბლერმა ითამაშა კიმის როლი სატელევიზიო სერიალის, კეიტი და კიმის ამერიკულ რიმეიკში (20082009); ქეით უელსის როლი მოირგო სიტკომში, ბრაზის მართვა (20122014); კრის ჯენერი განასახიერა FX-ის დრამატული სერიალის ''ამერიკის კრიმინალური ისტორიის'' (2016) პირველ სეზონში. 2010 წელს ბლერმა წაიკითხა ''ანა ფრანკის დღიური'' წიგნის აუდიო ვერსიისთვის, და მოიპოვა ნომინაცია გრემის ჯილდო, შესაბამის კატეგორიაში.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სელმა ბლერ ბეიტნერი დაიბადა 1972 წლის 23 ივნისს, საუსფილდში, მიჩიგანში, დეტროიტის გარეუბანში. არის მოსამართლის, მოლი ენის და ელიოტ ბეიტნერის ყველაზე უმცროსი, მეოთხე ქალიშვილი. [1]

ბლერი ებრაულად აღიზარდა; მისი ებრაული სახელია ბათ-შევა. [2] [3] მისი მამა იყო ადვოკატი, აქტიური იყო აშშ-ს დემოკრატიულ პარტიაში, გარდაცვალებამდე. მამამისი 2012 წელს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. [4] მისი მშობლები მაშინ დაშორდნენ, როდესაც ბლერი 23 წლის იყო. მას ჰყავს სამი უფროსი და, კეტრინი, ელიზაბეთი და მარი ბეიტნერი. [5]

ბლერი დადიოდა „ჰილელის დღის სკოლაში“, ებრაულ სკოლაში, ფერმინგტონში, და „კრანბრუკ კინგსვუდში“, ბლუმფილდ ჰილსში. პირველკურსელობის პირველი წელი (1990–1991) გაატარა „კალამაზუს კოლეჯში“, სადაც სწავლობდა ფოტოგრაფიას და ასევე ითამაშა სპექტაკლში „მწვანე ბატის პატარა თეატრი“. იმ დროს მას სურდა რომ ბალერინა და ცხენის მწვრთნელი გამხდარიყო.

20 წლის ასაკში ბლერი ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც იგი ხსნის არმიაში ცხოვრობდა. [6] იგი დადიოდა ნიუ იორკის უნივერსიტეტი, ასევე სამსახიობო გაკვეთილებს ესწრებოდა სტელა ადლერის კონსერვატორიაში. მოგვიანებით, ის მიჩიგანში დაბრუნდა, რათა სწავლა დაესრულებინა. ნიუ-იორკიდან გადასვლის შემდეგ, მან 1994 წელს წელს დაამთავრა მიჩიგანის უნივერსიტეტი სახვითი ხელოვნების ბაკალავრით, ფოტოგრაფიაში დაამთავრა, ასევე აიღო ფსიქოლოგიის ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი, ორმაგი სპეციალობით - სახვითი ხელოვნება და ინგლისური. [7] შემდეგ ბლერი ხელოვნებაში კარიერის დაწყების მიზნით, ნიუ-იორკში დაბრუნდა.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990 წელს ბლერის ბავშვობის საყვარელი ადამიანი გარდაიცვალა საგზაო კატასტროფის შედეგად, 18 წლის ასაკში; მოგვიანებით, ტრაგიკულ დანაკარგზე საუბრისას, მან კომენტარი გააკეთა: ”ამან მაგრძნობინა, რომ უნდა ვიცხოვრო. . . იმ ბიჭის არ ყოფნა ამ პლანეტაზე რომელიც მე მიყვარდა, აჯობებს თუ ვიცხოვრებ და რამეს გავაკეთებ”. [8]

2004 წლის 24 იანვარს, ექვსთვიანი ურთიერთობის შემდეგ, ბლერმა იქორწინა მწერალზე და პროდიუსერზე აჰმედ ზაპაზე (მუსიკოსის ფრენკ ზაპას ვაჟი) კერი ფიშერის სასახლეში ბევერლი ჰილზში, კალიფორნიაში. ისინი ცხოვრობდნენ ლოს-ანჯელესში, 1920-იანი წლების ეპოქის სახლში, რომელიც 2004 წელს 1,35 მილიონ დოლარად იყიდეს. ისინი 2006 წლის 21 ივნისს განქორწინდნენ. ჟურნალ People-სთვის გაკეთებულ განცხადებაში წყვილის სპიკერმა თქვა: ”სელმამ და ახმეტმა გადაწყვიტეს განქორწინება, მაგრამ ძალიან უყვართ ერთმანეთი და ახლო მეგობრობას განაგრძობენ”. [9] ისინი ოფიციალურად 2006 წლის დეკემბერში განქორწინდნენ. [10]

2008 წლიდან 2010 წლამდე ურთიერთბაში იყო მაიკ დეისთან. [11]

2010 წელს ბლერმა სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყო მოდის დიზაინერთან, ჯეისონ ბლეიკთან. 2011 წლის იანვარში, ბლერის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის ორსულად იყო პირველ შვილზე. მათი ვაჟი, არტურ სენტ ბლეიკი 2011 წლის ივლისში დაიბადა. ისინი 2012 წელს დაშორდნენ. [12]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Elkin, Michael (November 26, 2008). „Trumpeting Blair“. The Jewish Exponent. ციტირების თარიღი: November 27, 2008.
  2. Selma Blair. juf.org. ციტირების თარიღი: February 16, 2012
  3. Selma Blair talks about Israel, calls herself Bat Sheva. 6nobacon.com. ციტირების თარიღი: February 16, 2012
  4. Mr. Elliot I. Beitner. irakaufman.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 24, 2012. ციტირების თარიღი: January 11, 2013
  5. Selma Blair- Biography. Yahoo! Movies. ციტირების თარიღი: April 2, 2011
  6. Fischer, Paul (January 16, 2003). „Interview: Selma Blair for "A Guy Thing". darkhorizons.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 31, 2018. ციტირების თარიღი: March 7, 2013. მითითებულია ერთზე მეტი |archiveurl= და |archive-url= (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |archivedate= და |archive-date= (დახმარება)Fischer, Paul (January 16, 2003). . darkhorizons.com. Archived from the original on December 31, 2018. Retrieved March 7, 2013.
  7. Mulkerrins, Jane (June 24, 2012). „Selma Blair interview: 'I could be living in a castle right now, with Tom Cruise'. The Guardian. London. ციტირების თარიღი: June 26, 2012.
  8. Over the rainbow (February 12, 2003). ციტირების თარიღი: November 9, 2011
  9. „Actress Selma Blair files for divorce“. USA Today. June 23, 2006. ციტირების თარიღი: July 9, 2011.
  10. Lehner, Marla; Lee, Ken (November 30, 2006). „Selma Blair and Ahmet Zappa Divorce“. People. ციტირების თარიღი: February 25, 2019.
  11. „Exclusive: Selma Blair, Boyfriend Jason Bleick Split“. Us Weekly. September 13, 2012. ციტირების თარიღი: September 13, 2012.
  12. „Selma Blair Gives Birth to Baby Boy“. The Hollywood Reporter. July 26, 2011. ციტირების თარიღი: July 26, 2011.