სელისებრნი
იერსახე
| სელისებრნი | ||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||||
| Linaceae | ||||||||||||||
| ||||||||||||||
სელისებრნი (ლათ. Linaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ბალახები, ნახევრად ბუჩქები და ბუჩქებია. მათი მარტივი თანაფოთლებიანი (იშვიათად უთანაფოთლო) ფოთლები მორიგეობითაა განლაგებული.
ყვავილი აქტინომორფულია, ხუთწევრიანი (იშვიათად ოთხწევრიანი). ოჯახი აერთიანებს 6 გვარის 250-მდე სახეობას (უმეტესობა სელის გვარს განეკუთვნება).
საქართველოში გავრცელებულია მხოლოდ 1 გვარი — სელი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 279.