სეკუბა კონატე
| სეკუბა კონატე | |
|---|---|
| დაბადების თარიღი | 6 ივნისი, 1964 (61 წლის) |
| დაბადების ადგილი | კონაკრი |
| მოქალაქეობა |
|
| განათლება | Royal Military Academy |
| მეუღლე/ები | Mariama Sako Hall Konaté |
სეკუბა კონატე (დ. 6 ივნისი, 1964)[2] — გვინეის არმიის ყოფილი გენერალი, რომელიც წარსულში იკავებდა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას სამხედრო ხუნტაში, სახელწოდებით „დემოკრატიისა და განვითარების ეროვნული საბჭო“. სამხედრო აკადემიის დასრულების შემდეგ, საბრძოლო მოქმედებებში გამოჩენილი სიმამაცის გამო, მან მეტსახელად „ეფხვი“ (El Tigre) მიიღო. კონატემ ხალხში ისეთი პოპულარობა მოიპოვა, რომ მას მთავრობის მეთაურის თანამდებობაზეც კი მოიაზრებდნენ. მიუხედავად ამისა, იგი ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა, თუმცა ქვეყნის მართვაზე კონტროლი 2009 წლის დეკემბერში, პრეზიდენტზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ გადაიბარა.
ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კონატე დაიბადა 1964[3] წელს კონაკრიში, მანდინკას ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელთა ოჯახში. მან განათლება მაროკოს ქალაქ მექნესში მდებარე სამეფო სამხედრო აკადემიაში (Académie Militaire Royale) მიიღო, რომელიც 1990 წელს დაასრულა.[3] მას აწუხებს დაუდგენელი ფიზიკური დაავადება, სავარაუდოდ, ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები.[4]
სამხედრო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბრძოლაში გამოჩენილი სამხედრო სიმამაცის გამო, კონატემ მეტსახელად „ეფხვი“ (El Tigre) მიიღო.[5] იგი გადამზადებული იყო როგორც პარაშუტისტი და 2000–2001 წლებში მონაწილეობდა მრავალ ბრძოლაში RFDG-ის ამბოხების დროს.[4] მისი, როგორც ჯარისკაცის რეპუტაციის გამო, ბევრი ადამიანი მხარს უჭერდა მას ხუნტას ლიდერად; იგი დღემდე პოპულარობით სარგებლობს ხალხში.[4] 2021 წლის ოქტომბერში იგი სამხედრო სამსახურიდან გადადგა (პენსიაზე გავიდა).[6]
პოლიტიკური კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გვინეის პრეზიდენტი, ლანსანა კონტე, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 2008 წლის დეკემბერში გარდაიცვალა.[7] მეორე დღესვე სამხედრო კაპიტანი, მუსა კამარა გამოჩნდა და გვინეა ხუნტას მმართველობის ქვეშ გამოაცხადა, თავად კი მის მეთაურად დასახელდა.[8] კონატე მოითხოვდა, რომ ხუნტას მმართველად ის განხილულიყო, რის გამოც მან და კამარამ პრეზიდენტის ვინაობის გამოსავლენად წილისყრა გამართეს.[8] კამარას მხრიდან თაღლითობის ბრალდების გამო, წილისყრა ორჯერ ჩატარდა, რის შემდეგაც კონატე ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა.[8] ამასთანავე, მან თავდაცვის მინისტრის თანამდებობა დაიკავა.[9]
2009 წლის 3 დეკემბერს, კამარას მკვლელობა სცადა მისმა ადიუტანტმა, აბუბაქარ დიაკიტემ. სანამ კამარა სამკურნალოდ მაროკოში საჰაერო გზით გადაჰყავდათ, ქვეყნის მართვა კონატეს დაეკისრა.[10] იმ პერიოდში, როდესაც კამარა რეაბილიტაციას გადიოდა, აშშ-ის მთავრობამ გამოხატა სურვილი, რომ იგი გვინეაში აღარ დაბრუნებულიყო.[11] კონატე დაინიშნა გარდამავალი რეჟიმის ხელმძღვანელად, რომელსაც 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მომზადება დაევალა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, უილიამ ფიცჯერალდის თქმით: „კამარას ყველა ქმედება ხელისუფლების ხელში ჩაგდების ცუდად შენიღბული მცდელობა იყო... კონატეს შემთხვევაში კი ჩვენ მსგავს რამეს ვერ ვხედავთ“.[12]
2010 წელს კონატემ ორგანიზება გაუკეთა დემოკრატიულ არჩევნებს, რომელშიც ალფა კონდემ გაიმარჯვა. ხელისუფლების გადაცემის შემდეგ, კონატე აფრიკის კავშირის სამხედრო ძალების ხელმძღვანელად დაინიშნა.[13]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Bethke F. S. Database of Cabinet Politics in Sub-Sahara Africa
- ↑ Cheikh Yérim Seck, envoyé spécial à Conakry. (9 March 2009) Guinée - Jusqu'où ira Sékouba Konaté ? - Jeuneafrique.com - le premier site d'information et d'actualité sur l'Afrique. JEUNEAFRIQUE.COM. ციტირების თარიღი: 4 November 2014
- 1 2 Bio Express: Sékouba Konaté, Jeune Afrique, 2009-09-03, http://www.jeuneafrique.com/Article/ARTJAJA2513p034-035.xml1/-biographie-express-Sekouba-Konate-Bioexpress-SekoubaKonate.html. წაკითხვის თარიღი: 2009-12-08
- 1 2 3 John, Mark (2009-12-05), ""El Tigre" Guards Guinea For Wounded Junta Chief", The New York Times (Reuters), https://www.nytimes.com/reuters/2009/12/05/news/news-us-guinea-deputy.html. წაკითხვის თარიღი: 2009-12-09
- ↑ Dadis Camara Out of Danger and Recovering in Hospital, Newstime Africa, 2009-12-09, http://www.newstimeafrica.com/archives/9445. წაკითხვის თარიღი: 2009-12-10
- ↑ „Guinée : Mamadi Doumboya limoge plusieurs généraux“. apanees.net. Conakry. Agence de Presse Africaine. October 13, 2021.
- ↑ Jean Matthew, Tamba (2009-12-02), "Guinean Tycoon Pulls Out of Coalition", Daily Nation, http://www.nation.co.ke/News/africa/-/1066/816564/-/1267d7uz/-/. წაკითხვის თარიღი: 2009-12-07
- 1 2 3 Callimachi, Rukmini (2009-03-21), Guinea's New Leader a Mix of Robin Hood, Dictator, Fox News Channel, http://www.foxnews.com/wires/2009Mar21/0,4670,AFGuineaWaitingfortheEmperor,00.html. წაკითხვის თარიღი: 2009-12-07
- ↑ Samb, Saliou (2008-12-29), African Union Suspends Guinea, Junta Purges Generals, Reuters, https://www.reuters.com/article/idUSLT628466. წაკითხვის თარიღი: 2009-12-07
- ↑ General Sékouba Konaté Assumes Interim Leadership of Guinea Military Junta, Afrique en ligne, 2009-12-06, http://www.afriquejet.com/news/africa-news/general-sekouba-konate-assumes-interim-leadership-of-guinea-military-junta-2009120639590.html. წაკითხვის თარიღი: 2009-12-07
- ↑ Allman, Tim (2009-12-07), Guinea Chief 'Well' After Surgery in Morocco, BBC News, http://news.bbc.co.uk/2/hi/africa/8398787.stm. წაკითხვის თარიღი: 2009-12-07
- ↑ U.S. Makes Attempt to Keep Dadis Camara out of Guinea, Newstime Africa, 2009-12-09, http://www.newstimeafrica.com/archives/9499. წაკითხვის თარიღი: 2009-12-10
- ↑ Kamara, Ahmed (21 December 2010). „A.U. APPOINTS SEKOUBA KONATE AS HEAD OF THE AFRICAN UNION STANDBY MILITARY FORCE“. Newstime Africa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 December 2010. ციტირების თარიღი: 31 July 2015.CS1-ის მხარდაჭერა: უვარგისი ბმული (link)