სეიშელის კუნძულების ისტორია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სეიშელის კუნძულების ისტორია პორტუგალიელი ზღვაოსნების მიერ XVI საუკუნეში, კუნძულების აღმოჩენით იწყება.

XVIII საუკუნის შუა ხანებში ფრანგებმა სეიშელის კუნძულები თავიანთ კოლონიად აქციეს. როდესაც 1502 წელს ვასკო და გამა, იმ დროს ადმირალი, ამ ადგილას მოვიდა, აღმოაჩინა ამირანტის კუნძულები. პორტუგალიელმა კარტოგრაფებმა, პირველად შეიტანეს თავიანთ რუკაზე დიდი კუნძული ილია-განა, ახლანდელი კუნძული მაე. შემონახულია მტკიცებულებები იმისა, რომ არაბმა ზღვაოსნებმა იმოგზაურეს ამ კუნძულებზე (შემორჩენილია IX-X საუკუნეების წარწერები საფლავებსა და კლდეებზე და კლდეზე გაკეთებული წარწერები ფრიგიტის კუნძულზე). იმ დროს ეს არქიპელაგი დაუსახლებელი იყო. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სეიშელის დაუსახლებელ ტერიტორიას, თავიდან ავსტრონეზიელი, მალდიველი და არაბი ვაჭრები ეწვიენ. სწორედ, მალდიველმა ზღვაოსნებმა აღმოაჩინეს კუნძული სილუეტი.[1] შემდგომ, ორი საუკუნის შემდეგ, სეიშელის კუნძულები წარმოადგენდა მეკობრეთა თავშესაფარს. ევროპელებიდან, პირველად ამ არქიპელაგზე ფეხი დადგეს ინგლისელებმა. 1609 წელს, კუნძულები პირველად შეისწავლა და აღწერა კაპიტანმა ა. შარპეამ. პირველი მოსახლეებს კუნძულ მაესა და პრასლინზე, შეადგენდნენ ფრანგები, რომლებმაც 1756 წლიდან დაიწყეს დარიჩინის, მიხაკისა და ვანილის პლანტაციების მოშენება. მას შემდეგ ტერიტორიას, საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის — მორო დე სეიშელის სახელი ეწოდა.[2] კუნძულებს თავიდან Séchelles ეწოდა, ხოლო შემდგომ იგი შეიცვალა ინგლისურით Seychelles.

ფრანგმა კოლონისტებმა დაიწყეს მონების შემოყვანა მადაგასკარიდან და აღმოსავლეთ აფრიკიდან. არქიპელაგი შესწავლილ იქნა ფრანგი მეცნიერის, ლაზარე პიკალტის მიერ 1742 და 1744 წლებში. კუნძულები გამოიყენებოდა მეკობრეების მიერ სატრანზიტო პუნქტად აზიასა და აფრიკას შორის, მანამ, სანამ საფრანგეთმა დაიწყო კონტროლი კუნძულებზე 1756 წელს. 1794 წელს, არქიპელაგი დაიპყრეს ბრიტანელებმა.

1814 წელს, პარიზის ხელშეკრულების თანახმად, სეიშელის კუნძულები შევიდა დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში.[3] 1835 წელს მონობის გაუქმებისას, კუნძულებზე ევროპელ კოლონისტებზე ჩამორთმეული მათი სამუშაო ძალის გამო, შემცირდა ინტენსიური მუშაობა ისეთ მცენარეულ კულტურებზე, როგორიცაა ქოქოსი, ვანილი, მიხაკი და დარიჩინი.

1903 წელს სეიშელი გახდა მავრიკის კოლონია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Xavier Romero-Frias, The Maldive Islanders, A Study of the Popular Culture of an Ancient Ocean Kingdom. Barcelona 1999, ISBN 84-7254-801-5
  2. Our History. National Assembly of Seychelles. წაკითხვის თარიღი: 12 May 2012.
  3. Страны мира: Краткий полит.-экон. справочник. — М.: Политиздат, 1985. — С. 341. — 495 с. — 300 000 экз.