სეიშელის კუნძულების ეკონომიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სეიშელის კუნძულების ეკონომიკის საფუძველია სოფლის მეურნეობა და ტურიზმი. არის ქოქოსის პალმის, თამბაქოს, სანელებლების, ეთერზეთოვანი მცენარეების პლანტაციები. მისდევენ მესაქონლეობასა და თევზჭერას. მრეწველობა სუსტადაა განვითარებული.

არის ლუდის, უალკოჰოლო სასმელების, ავეჯის საწარმოები, ამზადებენ ნავებს. ექსპორტმა 2008 წელს შეადგინა 495 მილიონი სეიშელის რუპია. იმპორტმა კი — 658 მილიონი. გააქვთ კოპრი, გაყინული თევზი, დარიჩინი, ვანილი და სხვა. შეაქვთ სურსათი, ნავთობპროდუქტები და სხვა. მთავარი სავაჭრო პარტნიორები არიან: პაკისტანი, ინდოეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ბრაზილია, გერმანია, იაპონია.

2000 წელს ქვეყანაში იმოგზაურა 130 046 უცხოელმა ტურისტმა, მათ შორის — 80,1 % ევროპიდან იყო. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ — 1976 წელს, ერთ სულ მოსახლეზე ექსპორტი დაახლოებით შვიდჯერ გაიზარდა.

მიმდინარეობს ტურიზმის სექტორის ზრდა, სადაც დასაქმებულია 30 % მუშახელი. ხოლო სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია 3 % მუშახელი. მიუხედავად ტურიზმის სწრაფი ტემპით ზრდისა, სოფლის მეურნეობასა და თევზჭერაში მაინც იგრძნობა განვითარება.

მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ერთ სულ მოსახლეზე გაცილებით მაღალია, ვიდრე დანარჩენ მიმდებარე ქვეყნებში. სეიშელის ეკონომიკა აისახება ტურისტთა მომსახურებასა და თევზჭერაზე.

ქოქოსი, დარიჩინი, ბანანი, ბატატი და ვანილი იწარმოება ექსპორტისათვის. მოშინაურებულია შინაური ფრინველი. 1972 წელს გაიხსნა სეიშელის საერთაშორისო აეროპორტი. სეიშელის კუნძულების საკანონმდებლო სისტემა იმართება ინგლისურად. ექვემდებარება საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო სამართალს. ძირითადი კორპორაციული საკანონმდებლო აქტი არის საერთაშორისო კომერციული კომპანიებისა: კერძო ფონდები; სადაზღვევო კომპანიები; საინვესტიციო ფონდები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]