სეით თარგმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სეით თარგმანი — დაახლოებით VIII—IX საუკუნეებში ქართველი მთარგმნელი. მოღვაწეობდა იერუსალიმში, საბას ლავრაში. მას უთარგმნია 25 ჰაგიოგრაფიული თხზულება — იმ მოწამეთა „ცხოვრება“ და „მარტვილობა“, რომლებიც მოღვაწეობდნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (239—313) დროს ან მასზე ადრე.

სეით თარგმანის ვინაობისა და საქმიანობის შესახებ ერთადერთი ბიბლიოგრაფიული ცნობა დაცულია ვინმე პავლეს მიერ პალავრაში გადაწერილ ჰაგიოგრაფიულ თხზულებათა კრებულში (ხელნაწერი Sin — №11, X საუკუნე), სადაც აღნიშნულია, რომ „ითარგმნება იერუსალჱმს ჴელითა სეთ თარგმნანისაჲთა“. სეით თარგმანის თარგმანები შეიცავს კიმენურ ტექსტებს, რომელთა უმეტესობა გამოუცემელია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1980;