სეზმან ერთაწმინდელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სეზმან ერთაწმინდელი

სეზმან ერთაწმინდელი (ნამდვილი სახელი — სეზმან ალექსის ძე ბატკუაშვილი; დ. 25 ნოემბერი, 1888, სოფ. ერთაწმინდა, ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი — გ. 24 ივნისი, 1944) — ქართველი პოეტი, მწერალი და მთარგმნელი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა (თბილისის განყოფილება, 1917 წლიდან) და საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.

მუშაობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთის მთარგმნელ-კორექტორ-გამომშვებად, თბილისის სამოყვარულო დრამატული წრის ავტორ-მსახიობ-ხელმძღვანელად, 1922-1926 წლებში საქართველოს სახელმწიფო და სავაჭრო დაწესებულებეთა მუშა–მომსახურეების კავშირთან არსებული ქართული „ლურჯი ხალათის“ დასის ავტორ–მსახიობად. 1908-1928 წლებში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დროგამოშვებით მუშაობდა სცენაზე ავტორ-მსახიობ-ხელმძღვანელად. ცალკე წიგნად აქვს გამოცემული 40-მდე ლექსი, მოთხრობები და პიესები; თარგმნიდა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მწერალთა ავტობიოგრაფიები, წ. 1, გვ. 553, თბ., 2013.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]