სეზენ აქსუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სეზენ აქსუ
თურქ. Sezen Aksu

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ფატმა სეზენ ილდირიმი
დაბ. თარიღი 13 ივლისი, 1954 (1954-07-13) (69 წლის)
დაბ. ადგილი სარაიქიოი, დენიზლი, თურქეთი
ჟანრ(ებ)ი პოპი
საქმიანობა მომღერალი
აქტიური 1974–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Hop; Kent; Kervan; Sembol; Fono; Coşkun; Foneks; Karma; Raks; PolyGram; Post; DMC; Seyhan
ხელმოწერა
საიტი sezenaksu.com.tr
სეზენ აქსუ ვიკისაწყობში

სეზენ აქსუ (თურქ. Sezen Aksu, დაბადების სახელი: ფატმა სეზენ ილდირიმი; დ. 13 ივლისი, 1954) — თურქი პოპ-მუსიკის ჟანრის მომღერალი, სიმღერების ავტორი და პროდიუსერი, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 40 მილიონზე მეტი ალბომი გაყიდა.[1] ის ხშირად მოიხსენიება როგორც „თურქული პოპის დედოფალი“[2][3] და Minik Serçe (მინიკ სერჩე, „პატარა ბეღურა“).

აქსუს გავლენა თურქულ საესტრადო და მსოფლიო მუსიკაზე მისი დებიუტიდან, 1975 წლიდან დაიწყო და კიდევ უფრო გამყარდა სეზენის ცნობილ მომღერლებთან თანამშრომლობით. ის თანამშრომლობდა ისეთ მომღერლებთან, როგორებიცაა: სერთაბ ერენერი, შებნემ ფერაჰი, აშქინ ნურ იენგი, ჰანდე იენერი, ილდიზ თილბე, იშინ ქარაჯა, სედენ გიურელი, ლევენთ იუქსელი და ჰარუნ ქოლჩაქი.[4][5] სეზენი ცნობილია როგორც წარმატებული კომპოზიტორი.თარქანთან თანამშრომლობისას მან შექმნა ისეთი ჰიტები, როგორებიცაა „Şımarık“ და „Şıkıdım“, ხოლო მისმა გორან ბრეგოვიჩთან კოლაბორაციამ მომღერალს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. 2010 წელს ამერიკის ეროვნულმა საჯარო რადიომ (NPR) აქსუ მსოფლიოს „50 უდიდეს ხმას“ შორის დაასახელა.[6]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზენ აქსუ დაიბადა სარაიქიოი, დენიზლის პროვინციაში, თურქეთში. მისი მამა მათემატიკის მასწავლებელი იყო.[7] აქსუს ოჯახი საცხოვრებლად ბერგამაში გადავიდა, როდესაც სეზენი სამი წლის იყო. მან იქ ბავშვობა და ადრეული ახალგაზრდობა გაატარა.[8] აქსუს მშობლებს არ სურდათ რომ მათი შვილი მომღერალი გამხდარიყო, მათ შვილისთვის სტაბილური სამსახური უნდოდათ. ისინი შვილის მომავალ პროფესიად ექიმობას ან ინჟინრობას მოიაზრებდნენ. სეზენი მხოლოდ მაშინ მღეროდა, როდესაც მშობლები სახლში არ იყვნენ.[9] საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ სეზენმა დაიწყო სწავლა ადგილობრივ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, მაგრამ მიატოვა კოლეჯი, რომ კონცენტრირებულიყო მუსიკაზე.

აქსუმ მუსიკალური კარიერა თავის ახლო მეგობართან, აჯდა პექერთან ერთად დაიწყო 1970-იან წლებში.[10] მის შემოქმედებას ხშირად უსმენდნენ ბალკანეთსა[11] და საბერძნეთში.[12] ის გასტროლებზე დადიოდა ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.[13]

აქსუ ოთხჯერ იყო დაქორწინებული და ოთხჯერვე განქორწინდა, მაგრამ მან მეორე ქმრის, გეოლოგიის დოქტორის, ალი ენგინ აქსუს გვარი დაიტოვა. სეზენს ჰყავს ვაჟი სინან იოზერთან სახელად მითჰათ ჯანი, რომელიც Pist'on-ის მთავარი ვიკალისტია.

აქტივიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზენ აქსუ ცნობილია სოციალურ ღონისძიებებში მონაწილეობით. 2009 წელს მან უარი თქვა რეჯეფ თაიფ ერდოღანის დემოკრატიულ ინიციატივაში მონაწილეობაზე და თურქებსა და ქურთებს შორის კონფლიქტის მოგვარებას დაუჭირა მხარი.[14] ამის გამო ჟურნალისტმა ჰიქმეთ ჩეთინკაიამ განაცხადა, რომ აქსუს მამა ნურის მოძრაობის მხარდამჭერი იყო.[15][16] მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ხელოვანი აქსუს გადაწყვეტილებას აქებდა, ზოგიერთმა განაცხადა, რომ აქსუს საქციელი არაგონივრული იყო. 2012 წელს აქსუმ დაწერა სიმღერა „Tanrının Gözyaşları“ (ღვთის ცრემლები) ქურთულ-თურქული კონფლიქტის დროს დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისთვის.[17][18]

სეზენ აქსუს კონცერტი მალთეფეს უნივერსიტეტში, 2009 წელს

აქსუ სურს ებრძოლოს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: მიზოგინია, წერა-კითხვის უცოდინრობა, დისკრიმინაცია, ბულინგი და ჰომოფობია.[19]

266854 Sezenaksu (266854 სეზენაქსუ) არის 2009 წელს აღმოჩენილი მეტეორიტი, რომელსაც სახელი მომღერლის პატივსაცემად ეწოდა.[20]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზენ აქსუ ახალგაზრდა იყო, როდესაც ჰასან იუქსექთეფეზე დაქორწინდა. ქორწინება დიდხანს არ გაგრძელდა და წყვილი ერთმანეთ იმავე წელს დაშორდა. პროფესიული ცხოვრების დასაწყისში მან იქორწინა ალი ენგინ აქსუზე, რომლის გვარსაც მოგვიანებით იყენებდა. 1981 წლის 10 ივლისს აქსუ დაქორწინდა სინან იოზერზე და მასთან ვაჟი ეყოლა. წყვილი ერთმანეთს 1983 წელს დაშორდა. მისი ქორწინება ჟურნალისტ აჰმედ უთლუსთან ასევე ხანმოკლე იყო და განქორწინებით დასრულდა.[21]

ქორწინებების გარდა, იგი ურთიერთობაში იყო კომპოზიტორ უზაი ჰეპარისთან.[22][23]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. CD Baby დაარქივებული 2006-05-02 საიტზე Wayback Machine.
  2. 6moons.com - world music: Sezen Aksu "Sarki Söylemek Lazim ". ციტირების თარიღი: 22 June 2019
  3. Sezen Aksu – review. The Guardian (21 October 2011).
  4. Qantara.de - Dialogue with the Islamic World. ციტირების თარიღი: 22 June 2019
  5. Ferhat Göçer'in Aksu hakkındaki beyanatları. Sabah. ციტირების თარიღი: 3 September 2008[მკვდარი ბმული]
  6. Sezen Aksu: The Voice Of Istanbul. NPR (12 April 2010). ციტირების თარიღი: 25 May 2019
  7. Sezen Aksu: Laz’ın ağababasıyım. En Son Haber (16 June 2014). ციტირების თარიღი: 24 June 2014
  8. Sezen Aksu biyografisi. ციტირების თარიღი: 1 October 2008
  9. Grant, Neva (12 April 2010). „Sezen Aksu: The Voice Of Istanbul“. Morning Edition (50 great voices). ციტირების თარიღი: 24 May 2011.
  10. Aksu's expressive vocal technique, distinctive songwriting, and prolific output were all integral to her success and to the development of a unique Turkish pop sound. Many musicians--for example, Alexander Hacke and several of the artists he interviewed for the documentary Crossing the Bridge: The Sound of Istanbul--have acknowledged Sezen Aksu's broad influence.
  11. Goran Bregovic: Welcome to Bregovic. The Guardian (21 July 2009).
  12. With the Greek diaspora from Turkey in the seventies, many brought their musical tastes, which included Aksu's music to Greece; the Greek musicians Haris Alexiou and Giorgos Dalaras acknowledge her influence.
  13. Sezen Aksu. The Guardian (19 June 2002).
  14. „Renowned singer Aksu deplores ongoing bloodshed, calls for end to Kurdish issue“. Today's Zaman. 18 July 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 დეკემბერი 2015. ციტირების თარიღი: 24 მარტი 2021.
  15. Sezen Aksu'dan Başbakan'a açılım telefonu Sabah newspaper
  16. Sezen Aksu'dan Erdoğan'a tam destek Haber 7 news
  17. Sezen Aksu Şehitler İçin Yazdı.... Acunn (7 September 2012). ციტირების თარიღი: 4 April 2014
  18. Sezen Aksu'dan operasyon karşıtı şiir დაარქივებული 2008-06-10 საიტზე Wayback Machine. En Son Haber
  19. Semra Kardeşoğlu. (17 September 2002) Gay’ler hangi şarkıcıları sever?. Milliyet. ციტირების თარიღი: 6 January 2013
  20. „Jean Claude Merlin ‘266854 Sezenaksu’nun hikâyesini anlattı“. Haberturk. 2 February 2017. ციტირების თარიღი: 7 February 2017.
  21. Sezen Aksu'nun yeni aşkı. Akşam (5 September 2012). ციტირების თარიღი: 28 May 2014
  22. Onur Baştürk. (1 September 2011) Ortada masum bir sevişme var. Hürriyet. ციტირების თარიღი: 28 May 2014
  23. Sezen Aksu ile Yıldız Tilbe dargın mı?. Uzman TV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 28 May 2014