სევილია (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სევილია
სრული სახელი Sevilla Fútbol Club
მეტსახელი სევილიელები (ესპ. Sevillistas)
წითელ-თეთრები (ესპ. Los Rojiblancos)
ნერვიონელები (ესპ. Los Nervionenses)
დაარსდა 14 ოქტომბერი, 1905; 118 წლის წინ (1905-10-14)
სტადიონი რამონ სანჩეს პისხუანი,
სევილია, ანდალუსია, ესპანეთი
(ტევადობა: 45.500 მაყურებელი)
პრეზიდენტი ესპანეთის დროშა ხოსე კასტრო კარმონა [1]
მწვრთნელი ესპანეთის დროშა იულენ ლოპეტეგი [2]
კაპიტანი ესპანეთის დროშა ხესუს ნავასი
ლიგა პრიმერა დივიზიონი
2019–20 მე-4 ადგილი
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

„სევილია“ (ესპ. Sevilla Fútbol Club S.A.D) — ესპანური საფეხბურთო კლუბი ამავე სახელწოდების ქალაქიდან. დაარსდა 1905 წლის 14 ოქტომბერს. ამგვარად უძველესი კლუბია სევილიაში და მეორე ანდალუსიაში.

„სევილია“ ყველაზე წარმატებულია კლუბია ანდალუსიაში. ესპანეთის ჩემპიონი, ესპანეთის თასის ხუთგზის, ესპანეთის სუპერთასის, უეფა-ს ევროპა ლიგის თასის ექვსგზის და უეფა-ს სუპერთასის მფლობელი. „სევილიის“ ადგილობრივი მეტოქე არის „რეალ ბეტისი“. მათ დაპირისპირებას სევილიური დერბი ეწოდება.

„სევილია“ საშინაო მატჩებს „რამონ სანჩეს პისხუანის“ სახელობის სტადიონზე ატარებს, რომელიც იტევს 45 500 მაყურებელს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

IFFHS-ის მიერ „სევილიასთვის“ მინიჭებული მსოფლიოს საუკეთესო კლუბის პრიზი. 2006

საფეხბურთო კლუბი „სევილია“ დაარსდა 1905 წელს, ანდალუსიის გუბერნატორის ხელშეწყობით, კლუბის პრეზიდენტი გახდა ხოსე ლუის გალიეგოსი. კლუბმა პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა 1908 წელს, ეს იყო შეხვედრა კიდევ ერთ ანდალუსიურ კლუბთან, „რეკრეატივოსთან“. 1909 წელს მოხდა კონფლიქტი კლუბის ხელმძღვანელობაში, რის გამოც სევილიის კლუბს გამოეყო საფეხბურთო კლუბი „ბეტისი“ და ეს გუნდი გახდა „სევილიის“ მთავარი მოწინააღმდეგე. სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად „სევილიის“ გულშემატკივარი არის ქალაქის მოსახლეობის 40%.

1916/17 წლის სეზონიდან კლუბი რეგულარულად იგებდა ანდალუსიის თასს. 1929 წელს „სევილია“ გახდა სეგუნდა დივიზიონის გამარჯვებული, მაგრამ პლეი-ოფში ვერ შეძლო „რასინგ სანტანდერის“ დამარცხება და დარჩა სეგუნდაში. მეორე მცდელობა პრიმერა დივიზიონში მოხვედრისთვის იყო 1930-31 წლების სეზონში, თუმცა კლუბს ცოტა დააკლდა და მხოლოდ მე-2 ადგილზე გავიდა სეგუნდაში. 1931/32 წლის სეზონში „ბეტისმა“ შეძლო და მოიპოვა უფლება პრიმერაში თამაშის. 2 წლის შემდეგ კი „სევილიაც“ გადავიდა უმაღლეს დივიზიონში. 1935 წელს კი ორივე სევილიური კლუბი გახდა ორი მთავარი ესპანური პრიზის გამარჯვებული - „რეალ ბეტისი“ პირველად გახდა ქვეყნის ჩემპიონი, „სევილია“ კი დაეუფლა ესპანეთის თასს.

სამოქალაქო ომის დროს ჩემპიონატი არ იმართებოდა და გაგრძელდა 1939 წელს, „სევილია“ შევიდა ესპანური ფეხბურთის ლიდერ კლუბთა სიაში, მეორედ მოიგო ქვეყნის თასი, 1939/40 წლის სეზონში კი დაიკავა მე-2 ადგილი, ეს შედეგი გაიმეორა კლუბმა 1942-43 წლებში. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ კი კლუბი პირველად გახდა ესპანეთის ჩემპიონი. ეს იყო 1945/46 წლების სეზონი, ამის შემდეგ კლუბი აღარ გამხდარა ჩემპიონი. კლუბის ამ წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღოდა „სევილიის“ მწვრთნელს რამონ ენსინასას. ამ მწვრთნელის ხელმძღვანელობით კლუბი კიდევ ერთხელ დაეუფლა ქვეყნის თასს, 1947/48 წლის სეზონში.

კიდევ ერთი მცდელობა ჩემპიონობისთვის იყო 1950-51 წლებში, მაშინ „სევილიას“ მადრიდის „ატლეტიკომ“ გაუსწრო 2 ქულით. 1958 წელს დაარსდა კლუბის სარეზერვო გუნდი სევილია ატლეტიკო. 1968 წელს გუნდი გავარდა სეგუნდაში. მომავალ წელს დაბრუნდა, თუმცა 1970 წელს ისევ გავარდა და პრიმერაშიაღზევება 1974-75 წლებში შეძლო. 1990 წლამდე კი დაიწყო პერიოდი, როდესაც კლუბი მხოლოდ დაბალ პოზიციებს იკავებდა. მე-20 საუკუნის ბოლო წლების რამდენიმე სეზონი სეგუნდა დივიზიონში გაატარა.

2000-01 წლების სეზონში „სევილიამ“ მოიგო ესპანეთის დონით მეორე ჩემპიონატი. 2003-04 წლებში გააღწია ესპანეთის თასის ნახევარფინალამდე, რაც საკმარისი იყო ევროთასების საგზურის მოსაპოვებლად.

ხუანდე რამოსის ხელმძღვანელობით, კლუბი ისტორიაში პირველად გახდა უეფას თასი-ს გამარჯვებული, „სევილიამ“ ფინალში ინგლისური „მიდლზბროს“ დამარცხება შეძლო, ანგარიშით 4:0. ასევე მოიგო უეფა-ს სუპერთასი, სადაც „ბარსელონა“ 3:0 დაამარცხა. 2006-07 წლების ესპანეთის თასის გათამაშებაში „სევილია“ გამარჯვებული გახდა და ამავდროულად მოიგო უეფა-ს თასი. „სევილიამ“ „ესპანიოლის“ დამარცხება შეძლო პენალტების სერიაში. იმავე წელს კლუბი პირველად დაეუფლა ესპანეთის სუპერთასს.

ამ ტრიუმფების შემდეგ კლუბი დატოვა ხუანდე რამოსმა, მისი ადგილი მანოლო ხიმენესმა დაიკავა, რომელმაც 2007-08 წლების სეზონში კლუბი გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში. აგვისტოში მოხდა ტრაგედია, რომელმაც შეძრა მთელი სამყარო, მოედანზე თამაშისას გონება დაკარგა და მალევე გარდაიცვალა 22 წლის ანტონიო პუერტა, რომელიც ითვლებოდა გუნდის უმთავრეს მოთამაშედ და განიხილებოდა ესპანეთის ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატად.

ხიმენესი დაეხმარა კლუბს ჩემპიონატში მე-3 ადგილის დაკავებაში და თასის მოპოვებაში, ამის შემდეგ დაიწყო პერიოდი, რომელშიც ხშირად იცვლებოდნენ მწვრთნელები. ეს დასრულდა 2013 წელს, როდესაც კლუბში მოვიდა უნაი ემერი. 2012-13 წლების სეზონში კლუბმა მე09 ადგილი დაიკავა ჩემპიონატში, რაც ყველაზე ცუდი შედეგი იყო უკანასკნელი 10 წლის მანძილზე, თუმცა იმის წყალობით, რომ „მალაგას“ და „რაიო ვალეკანოს“ არ ჰქონდათ მოგვარებული ფინანსური პრობლემები, ისინი ვერ მოხვდნენ უეფას გათამაშებაში. „სევილიას“ მიეცა ევროპა ლიგაზე თამაშის უფლება.

ამ პერიოდში, ფინანსური კრიზისის გამო კლუბმა „მანჩესტერ სიტიში“ გაყიდა ორი ლიდერი, ალვარო ნეგრედო და ხესუს ნავასი. მათ სანაცვლოდ მოიყვანეს ახალგაზრდა ფეხბურთელები, კარლოს ბაკა და კევინ გამეირო. მათი დახმარებით, 2014 წლის 14 მაისს, 2014 წლის უეფა-ს ევროპა ლიგის ფინალში ემერიმ შეძლო პორტუგალიური „ბენფიკას“ დამარცხება, თერთმეტმეტრიანი დარტყმების სერიაში.[3] კლუბი გახდა ისტორიაში პირველი, რომელმაც 4-ჯერ მოიგო უეფას თასის / ევროპა ლიგის გათამაშება.[4]სეზონის დასრულების შემდეგ, „სევილიამ“ ივან რაკიტიჩი „ბარსელონაში“ გაყიდა €16 მილიონ გირვანქა სტერლინგად, ხოლო ბომბარდირი კარლოს ბაკა „მილანში“, €30 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ. მათ მაგივრად „სევილიაში“ მოვიდნენ გჟეგოჟ კრიხოვიაკი და ევერ ბანეგა.

2015 წლის 27 მაისს, „სევილიამ“ გაიმეორა შედეგი და ფინალში უკრაინული „დნიპროს“ დამარცხების (3-2) შემდეგ, მეორედ გახდა ევროპა ლიგის გამარჯვებული.[5] ამ შედეგით „სევილია“ გახდა პირველი კლუბი, რომელმაც 2-ჯერ შეძლო ამ ტურნირის ჩემპიონობა.

„სევილია“ მომავალ სეზონშიც ევროპა ლიგაზე ასპარეზობდა. ფინალი ბაზელში გაიმართა, ამ მატჩი ანდალუსიური კლუბის მეტოქე „ლივერპული“ იყო. პირველი ტაიმი ინგლისელთა სასარგებლოდ, 1-0 დასრულდა. საბოლოოდ გამარჯვებული „სევილია“ გამოვიდა, რომელმაც მე-2 ტაიმში 3 გოლის გატანა შეძლო, 1 გოლი კევინ გამეირომ გაიტანა, ხოლო ორი კლუბის კაპიტანმა კოკემ.[6] ამ გამარჯვებით „სევილიამ“ გააუმჯობესა საკუთარი რეკორდი, მესამედ მოიგო ევროპა ლიგა. ჯამში კლუბს ეს ჩემპიონატი მოგებული აქვს 5-ჯერ, ბოლო 10 წლის მანძილზე.

მიუხედავად ევროპა ლიგაზე წარმატებით გამოსვლისა, პრიმერა დივიზიონის 2015-16 წლების გათამაშებაში „სევილიამ“ დაიკავა მე-7 ადგილი. კარმონამ გადაწყვიტა გუნდის გაძლიერება, მწვრთნელად დაინიშნა არგენტინელი ხორხე სამპაოლი, ხოლო უნაი ემერი „პარი სენ-ჟერმენის“ მწვრთნელი გახდა.

მიმდინარე შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე ესპანეთი ესპანეთი სერხიო რიკო
2 მცველი საფრანგეთი საფრანგეთი ბენუა ტრემულინასი
3 მცველი ბრაზილია ბრაზილია მარიანო
4 ნახევარმცველი არგენტინა არგენტინა მატიას კრანევიტერი
5 მცველი საფრანგეთი საფრანგეთი კლემან ლანგე
6 მცველი პორტუგალია პორტუგალია დანიელ კარისუ
7 ნახევარმცველი დანია დანია მიხაელ კრონ-დელი
8 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი ვისენტე იბორა (კაპიტანი)
9 თავდამსხმელი არგენტინა არგენტინა ლუსიანო ვიეტო
10 ნახევარმცველი საფრანგეთი საფრანგეთი სამირ ნასრი
11 ნახევარმცველი არგენტინა არგენტინა კარლოს ხოაკინ კორეა
12 თავდამსხმელი საფრანგეთი საფრანგეთი ვისამ ბენ იედერი
13 მეკარე პორტუგალია პორტუგალია დავიდ სორია
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
14 ნახევარმცველი არგენტინა არგენტინა ვალტერ მონტოია
15 ნახევარმცველი საფრანგეთი საფრანგეთი სტივენ ნ'ზონზი
16 თავდამსხმელი მონტენეგრო მონტენეგრო სტევან იოვეტიჩი
17 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი პაბლო სარაბია
18 მცველი ესპანეთი ესპანეთი სერხიო ესკუდერო
19 ნახევარმცველი ბრაზილია ბრაზილია განსო
20 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი ვიტოლო
21 მცველი არგენტინა არგენტინა ნიკოლას პარეხა
22 ნახევარმცველი იტალია იტალია ფრანკო ვასკესი
24 მცველი არგენტინა არგენტინა გაბრიელ მერკადო
30 თავდამსხმელი ესპანეთი ესპანეთი კარლოს ფერნანდესი

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრიმერა დივიზიონი[7] ესპანეთის თასი ესპანეთის სუპერთასი უეფა-ს ევროპა ლიგა უეფა-ს სუპერთასი ანდალუსიის თასი
centrado centrado centrado centrado centrado centrado
ჩემპიონი (1):
1945/46
ჩემპიონი (5):
1935, 1939, 1948, 2007, 2010
ჩემპიონი (1):
2007
ჩემპიონი (7):
2006, 2007, 2014, 2015, 2016, 2020,[8] 2023
ჩემპიონი (1):
2006
ჩემპიონი (17):
1916/17, 1918/19, 1919/20, 1920/21, 1921/22, 1922/23, 1923/24, 1924/25, 1925/26, 1926/27, 1928/29, 1929/30, 1930/31, 1931/32, 1935/36, 1938/39, 1939/40
ვიცე-ჩემპიონი (4):
1939/40, 1942/43, 1950/51, 1956/57
ვიცე-ჩემპიონი (4):
1954/55, 1961/62, 2015/16, 2017/18
ვიცე-ჩემპიონი (3):
2010, 2016, 2018
ვიცე-ჩემპიონი (4):
2007, 2014, 2015, 2016
ვიცე-ჩემპიონი (3):
1915/16, 1917/1918, 1927/28

ამხანაგური ტურნირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამხანაგური ტურნირები თასის მფლობელი ფინალისტი
ანტონიო პუერტას თასი[9] 2008, 2009, 2011, 2012, 2013, 2014, 2017, 2019 (რეკორდი) 2010, 2016
ქალაქ სევილიის თასი[10] 1972, 1973, 1976, 1978, 1982, 1984, 1994 (რეკორდი) 1975, 1977, 1980, 1981,
რამონ დე კარანსას თასი[11] 1955, 1956, 1957, 2004, 2008, 2009, 2013 1958, 1981, 1994
კოლომბინოს თასი[12] 1975, 1985, 1996, 2005 1967, 1991, 1997
ტერეზა ერერას თასი[13] 1946, 1954, 1960, 2011
ქალაქ ლა-ლინეას თასი[14] 2001, 2002 1970, 1989, 1993, 1998
ბალომბედიკა ლინენსეს თასი[15] 2003
ქალაქ პუერტოლიანოს თასი[16] 1984
ლა-სალის თასი[17] 1975, 1997, 2010
მზიური სანაპიროს თასი[18] 1964, 2004 1961, 1979
ოლივოს თასი[19] 2000, 2013 2001, 2008
ვენდიმიას თასი[20] 1956, 2005 1957
ქალაქ ვიგოს თასი[21] 1995, 2003 1990
DirecTV-ის თასი[22] 2013, 2013 2013
ქალაქ მარბელას თასი[23] 1980, 1981
ქალაქ ესტელას თასი[24] 1987, 1988
ევროამერიკული თასი[25] 2013-I, 2013-V
ევროამერიკული სუპერთასი[26] 2016 2015
ლოს კარმენესის თასი[27] 2016 2019
კორპუს ორენსეს თასი[28] 1960
ქალაქ მელილიას თასი[29] 1987
ხუან აკუნიას თასი[30] 1994
ალავას თასი[31] 2003
შანხაის საერთაშორისო ტურნირი[32] 2005
რუსეთის რკინიგზის თასი[33] 2008
ბორტოლოტის თასი[34] 2010
ხერესის თასი[35] 2011
კოსტა ბრავას თასი[36] 2012
ანტონიო კამაჩოს თასი[37] 2012
ოპელის თასი[38] 2019
ევა დუარტეს თასი[39] 1948
ემა კუერვოს თასი[40] 1956
Festa d'Elx-ის თასი[41] 1963
მადრიდის თასი[42] 1983
ტეიდეს თასი[43] 1984
კონდე დე ფონტაოს თასი[44] 1985
ქალაქ ალბასეტეს თასი[45] 1994
ალკარიას თასი[46] 1997
ალმენდრალეხოს თასი[47] 1998
ლუის ოტეროს თასი[48] 1998
ქალაქ ვალიადოლიდის თასი[49] 2004
ქალაქ ლას-პალმასის თასი[50] 2006
ჩიკაგოს თასი[51] 2007
ემირატების თასი[52] 2017

სხვა მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ანდალუსიის მედალი (2005),[53] მიიღო ანდალუსიის რეგიონალური მთავრობისგან.
  • მსოფლიოს 2006 და 2007 წლების საუკეთესო გუნდი ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის ვერსიით (IFFHS).
  • საუკეთესო გუნდი, ანდალუსიის სპორტულ ჟურნალისტა ასოციაციის ვერსიით. (2006).
  • 2006 წლის საუკეთესო გუნდი, ესპანეთის სპორტული პრესის ასოციაციის ვერსიით.[54]
  • 2007 წლის იანვარში, „სევილიამ“ სევილიის პრესის ასოციაციის მიერ მიიღო მე-15 საკომუნიკაციო ჯილდო.[55]
  • სპორტის დამსახურებული სამეფო ორდენი, მიიღო სპორტის უზენაესი საბჭოს მიერ.[56]
  • ოქროს მედალი კომერციის პალატისგან, საუკეთესო ეკონომიკურ-ადმინისტრაციული მართვისთვის.

Gallery

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანეთის დროშა ხუან არსა (პრიმერა დივიზიონი, 1955)
ესპანეთის დროშა ალვარო ნეგრედო (პრიმერა დივიზიონი, 2011, 2013}

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Fórum Europa Tribuna Andalucía con José Castro Carmona
  2. Sevilla 3-2 Inter Milan - Julen Lopetegui & Luuk de Jong UEL Winning Post Match Press Conference
  3. Sevilla 0–0 Benfica (AET, 4–2 on pens). BBC Sport (14 მაისი, 2014). ციტირების თარიღი: 15 მაისი, 2014.
  4. Carlos Bacca double breaks Dnipro hearts for Sevilla to make history. Guardian (28 May 2015). ციტირების თარიღი: 28 მაისი, 2015.
  5. Europa League – Sevilla break Dnipro hearts to defend title.
  6. Sevilla make it three in row at Liverpool's expense.
  7. Estadísticas del Sevilla Fútbol Club, SAD en la LFP
  8. Драма Лукаку: автогол помог «Севилье» снова покорить ЛЕ
  9. Trofeo Antonio Puerta
  10. Trofeo Ciudad de Sevilla
  11. Trofeo Ramón de Carranza
  12. Trofeo Colombino
  13. Trofeo Teresa Herrera
  14. Trofeo Ciudad de La Línea
  15. Trofeo Balompédica Linense
  16. Trofeo Ciudad de Puertollano
  17. Trofeo de la Sal
  18. Trofeo Costa del Sol
  19. Trofeo del Olivo
  20. Trofeo de la Vendimia
  21. Trofeo Ciudad de Vigo
  22. Trofeo DirecTV de la Copa EuroAmericana
  23. Trofeo Ciudad de Marbella
  24. Trofeo Ciudad de Estella
  25. Copa Euroamericana
  26. Supercopa Euroamericana
  27. Trofeo Los Cármenes
  28. Trofeo Corpus de Ourense
  29. Trofeo Ciudad de Melilla
  30. Trofeo Juan Acuña
  31. Trofeo Diputación Foral de Álava
  32. Torneo Internacional de Shanghái
  33. Copa de los Ferrocarriles de Rusia
  34. Trofeo Bortolotti
  35. Trofeo Fundación Xerez CD
  36. Trofeo Costa Brava
  37. Memorial Antonio Camacho
  38. Opel Cup
  39. Copa Eva Duarte
  40. Trofeo Emma Cuervo
  41. Trofeo Festa d'Elx
  42. Trofeo Villa de Madrid
  43. Trofeo Teide
  44. Trofeo Conde de Fontao
  45. Trofeo Ciudad de Albacete
  46. Trofeo Alcarria
  47. Trofeo Ciudad de Almendralejo
  48. Trofeo Luis Otero
  49. Trofeo Ciudad de Valladolid
  50. Trofeo Ciudad de Las Palmas
  51. Chicago Trophy
  52. Copa Emirates
  53. Histórico de Medallas de Andalucía. juntadeandalucia.es. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-09-14. ციტირების თარიღი: 29 ივლისი, 2010.
  54. El Sevilla, premiado por la Asociación Nacional de la Prensa Deportiva. eldesmarque.es. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-20. ციტირების თარიღი: 29 ივლისი, 2010.
  55. XV Premio de Comunicación de la Asociación de la Prensa Sevillana. sevillafc.es. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-02. ციტირების თარიღი: 29 ივლისი, 2010.
  56. Real Orden del Mérito Deportivo otorgada al Sevilla F. C.. eldesmarque.es. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-20. ციტირების თარიღი: 29 ივლისი, 2010.