სევეროურალსკის პეტრესა და პავლეს ეკლესია
სევეროურალსკის პეტრესა და პავლეს ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 60°08′40″ ჩ. გ. 59°56′28″ ა. გ. / 60.14444° ჩ. გ. 59.94111° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | სევეროურალსკი, სვერდლოვსკის ოლქი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული სტილი | ბაროკო |
თარიღდება | XVIII საუკუნე |
სევეროურალსკის პეტრესა და პავლეს ეკლესია (რუს. Церковь Петра и Павла) — მართლმადიდებლური ეკლესია სვერდლოვსკის ოლქში, ქალაქ სევეროურალსკში. ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობდა 1768-1798 წლებში.
ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ეკატერინბურგის ეპარქიას. ეკლესია არის ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1767 წელს მდინარე კოლონგის მარცხენა ნაპირზე ურალელი მაღაროელის მაქსიმ პოხოდიაშინის ფინანსებით და ტობოლსკის მიტროპოლიტ პავლეს ლოცვა-კურთხევით ჩაყარეს ქვის ეკლესიის საფუძველი მოციქულების პეტრესა და პავლეს სახელზე.
მაქსიმ პოხოდიაშინის გარდაცვალების გამო მშენებლობა 30 წლით გაჭიანურდა. ქვედა სართული დასრულებული იყო 1787 წელს და აკურთხეს ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელზე, ხოლო ზედა დაასრულეს 1798 წელს და აკურთხეს მოციქულების პეტრესა და პავლეს სახელზე.
ტაძრის საერთო სიმაღლეა 57,5 მეტრი, სიგრძე 37,81 მეტრი, ხოლო სიგანე — 12,25 მეტრი.
ტაძარი განეკუთვნება ურალური ბაროკოს და XIX საუკუნის შუა წლების პროვინციული კლასიციზმის არქიტექტურულ სტილს. ბაროკოს განეკუთვნება ტაძრის პირველი ორი სართული. წრიული ელემენტების გარე გაფორმება დამზადებულია სპეციალური ფორმის აგურისგან. სამიარუსიანი სამრეკლო აგებულია რუსული კლასიციზმის სტილში.
ტაძარი ფუნქციონირებდა 1929 წლის გაზაფხულამდე, ამ დროისთვის ჩამოხსნეს მთავარი ზარი, ხოლო ჭურჭლისა და ხატების რეკვიზიცია მოხადინეს. დახურვიდან პირველი ოცი წლის განმავლობაში დაანგრიეს თუჯის გალავანი. ტაძარი დაანგრიეს და გადააკეთეს საწყობად. მთლიანად განადგურდა შიდა აღჭურვილობა.
რსფსრ-ის მინისტრთა საბჭოს 1960 წლის 31 აგვისტოს № 1327 გადაწყვეტილებით პეტრესა და პავლეს ეკლესია შეიტანეს კულტურის ძეგლების სიაში.
1988 წლის 24 ნოემბერს ქალაქის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით ეკლესია დაუბრუნეს მართლმადიდებლურ საზოგადოებას.