სევეროურალსკი
იერსახე
სევეროურალსკი — ქალაქი რუსეთში, სვერდლოვსკის ოლქში. მდებარეობს ურალის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ვაგრანის ნაპირზე. არის რკინიგზის სადგური. მოიპოვება ბოქსიტები, რკინის მადანი, ამუშავებენ ხე-ტყეს. ქალაქის სტატუსი მიენიჭა 1944 წელს. ქალაქში მდებარეობს სევეროურალსკის პეტრესა და პავლეს ეკლესია. ქალაქთან მდებარეობს დენეჟკინ-კამენის ნაკრძალი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 267.