სევერიან ისიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სევერიან ისიანი (დ. 16 მაისი, 1913, ცაგერის რაიონი, სოფელი ზოგიში — გ. ივნისი, 1943) — ქართველი მწერალი და ფილოლოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1937 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი. მისი პირველი ლექსები დაიბეჭდა 1930 წელს ქუთაისში გაზეთ "მუშა და კოლმეურნეში". 1940 წელს გამოვიდა პირველი კრებული. 1939 წლის შემოდგომაზე სევერიან ისიანი გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში, სადაც მოუსწრო მეორე მსოფლიო ომმა. შემოქმედებითი მუშაობა მწერალს სიკვდილამდე არ შეუწყვეტია. იგი ფრონტიდან გზავნიდა ლექსებსა და ოპტიმისტური შინაარსის წერილებს. სევერიან ისიანის ნარკვევი "საუბარი ფრონტელ მეგობართან" და ოცი კერძო ბარათი დ. კვრიკველიასადმი ინახება ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ ენაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]