სევასტოპოლის დაცვა (1854-1855)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სევასტოპოლის დაცვა (1854-1855)ყირიმის ომის ნაწილი. 1854 წლის 13 სექტემბრიდან 1855 წლის 27 აგვისტომდე რუსეთის იმპერიის შავი ზღვის ფლოტი ცდილობდა სევასტოპოლის დაცვას საფრანგეთის, ინგლისის, ოსმალეთის და სარდინიის ჯარებისგან.

რუსეთი ქალაქს იცავდა 14 აფრიანი სახაზო ხომალდით, 12 ფრეგატით და 40 ათასიანი გარნიზონით. სევასტოპოლის დაცვას ხელმძღვანელობდა ვიცე-ადმირალი ვ. კორნილიოვი, ხოლო მისი დაღუპვის შემდეგ ვიცე-ადმირალი პ. ნახიმოვი. მოკავშირეების განკარგულებაში იყო 89 სახაზო ხომალდი და ფრეგატი და 170 ათასი კაცი. მოკავშირეთა ჯარებს სარდლობდნენ ინგლისელი გენერალი ჯ.ფ. რაგლანი და ფრანგი გენერალი ფ. კანრობერი.

მოკავშირეებმა ქალაქის დაბომბვა დაიწყეს 5 ოქტომბერს როგორც ზღვიდან, ასევე ხმელეთიდან, მაგრამ დიდ წინააღმდეგობას წააწყდნენ და იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ. დაიწყო ქალაქის ხანგრძლივი ალყა. მათ იერიში იერიშზე მიჰქონდათ და განუწყვეტლივ ბომბავდნენ ქალაქს. განსაკუთრებული ბრძოლა იყო საკვანძო პოზიციის, მალახოვ-კურგანის დასაკავებლად, რომლის პირველი რედუტი მოკავშირეებმა მაისის ბოლოს დაიკავეს. აგვისტოს ბოლოს მოკავშირეებმა მიწასთან გაასწორეს თავდაცვითი სიმაგრეები. რუსეთის არმა ყურის მარცხენა ნაპირიდან ჩრდილოეთისკენ დაიხია და 28 აგვისტოს ინგლისის და საფრანგეთის ჯარებმა ქალაქის სამხრეთ ნაწილი დაიკავეს. ბრძოლაში მოკავშირეებმა დაკარგეს 71 ათასი კაცი, რუსებმა 10 ათასი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]