სევასტი თალაკვაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სევასტი გერასიმეს ძე თალაკვაძე (დ. 1888 — გ. 26 ივნისი, 1937) — ქართველი რევოლუციონერი, მწერალი.

1904 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ბოლშევიკური ფრაქციის წევრი. აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში, 1904-1907 წლებში ხელმძღვანელობდა არალეგალურ სტამბას გურიაში, სოფელ მთისპირში. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების ძალადობრივი დამყარების (1921) შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, მ.შ., იყო საქართველოს წიგნის პალატის დირექტორი. 1928-1929 წლებში გადასახლებული იყო, როგორც „ნაციონალ-უკლონისტი“ და თბილისის „ტროცკისტული ცენტრის“ წევრი. ავტორია პუბლიკაციებისა საქართველოში ბოლშევიკური მოძრაობის შესახებ, ასევე რამდენიმე რომანისა, მ.შ., „ბელადის პორტრეტი“ (1935). 1934 წელს მონაწილეობდა საბჭოთა მწერალთა პირველ საკავშირო ყრილობაში მოსკოვში. 1936 წლის აგვისტოში დააპატიმრეს „კონტრრევოლუციური საქმიანობის“ და ლავრენტი ბერიას წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით და 1937 წლის ივნისში დახვრიტეს.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Талаквадзе С. К истории Коммунистической партии Грузии, изд. Главлолитпросвета ССР Грузии, Тифлис, 1925.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. თალაკვაძე სევასტიანე გერასიმეს ძე, სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა].