სევან-რაზდანის კასკადი
სევან-რაზდანის კასკადი — არის ჰიდროელექტროსადგურების კომპლექსი, რომელიც მდებარეობს მდინარე რაზდანზე, სომხეთში. კასკადი შედგება 8 ჰიდროელექტროსადგურისგან, რომელთაგან ექვსი არის განთავსებული რაზდანზე, ხოლო ორი - არტაშატის სარწყავ არხზე, რომელიც გაედინება რაზდანიდან.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კასკადის შექმნა 1923 წელს დაიწყო, არტაშატის სარწყავ არხზე მცირე ერევნის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაწყებისთანავე. 1932 წელს მასზე აშენდა ერევნის მეორე ჰიდროელექტროსადგური. 1931 წელს შემუშავდა სქემა სევანის ტბის წყლების გამოსაყენებლად, რაც გულისხმობს ტბის დონის თანდათანობით შემცირებას 50 მეტრით;
ამავე პროექტის თანახმად, მნიშვნელოვნად შემცირდებოდა ტბის არეალი, რაც შესაძლებელს გახდიდა ტბის სარკის ფართობიდან მნიშვნელოვანი რაოდენობით წყლის აორთქლების გამოყენებას სარწყავი საჭიროებისთვის. პროექტი მიიღეს განსახორციელებლად - დაიწყო სარწყავი სისტემების, ასევე კანაკერის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა რაზდანზე. სადგურის მშენებლობა, 1936 წელს დაიწყო. 1940 წელს კასკადის სათავე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა - სევანის შენებლობა დაიწყო, თუმცა მშენებლობა შეჩერდა დიდი სამამულო ომის პერიოდის განმავლობაში.
სევანის ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაცია განხორციელდა 1949 წელს. ასევე, 1960-იან წლებში დაიგეგმა კიდევ სამი ჰიდროელექტროსადგურის აშენება, მაგრამ ეს სადგურები არ აშენდა.
ამასთან, ტბის დონის დაწევამ, გამოიწვია გარემოსდაცვითი პრობლემები. რის შემდეგადაც ტბიდან გამონადენი წყალი მნიშვნელოვნად შემცირდა და დაუკავშირდა პირდაპირ სარწყავ არხს. ტბაში წყლის რეზერვების შესავსებად, 1961 წელს გადაწყდა გვირაბის აშენება. ამ 48.3 კილომეტრი სიგრძის გვირაბის მშენებლობა დასრულდა 1981 წელს, რის შემდეგაც დაიწყო ვოროტან-არპას 21,7 კმ სიგრძის გვირაბის მშენებლობა, რომელიც 2003 წელს დასრულდა. გვირაბის ამუშავების შემდეგ, ტბის დონე, რომელიც 1980-იანი წლების შუა პერიოდისათვის 18.5 მ-ით დაეცა, თანდათანობით იწყებს მნიშვნელოვნად ზრდას.
სევან-რაზდანის კასკადის ჰიდროელექტროსადგურები დიდ როლს ასრულებდნენ XX საუკუნის 60-იან წლებში სომხეთის ეკონომიკის განვითარებაში. 1953 წლიდან 1966 წლამდე, კასკადში ყოველწლიურად 1 მილიარდ კვტ.სთ მეტი გამომუშავდებოდა.
ამჟამად სადგურების ნაწილში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და ჰიდროელექტროსადგური გაჩერებულია, მიზეზი კი სისტემის გაუმართაობა და მოძველებული აპარატურა გახლავთ.
სარეაბილიტაციო პროექტისთვის დაგეგმილი სამუშაოები მოიცავს ერევან-ჰესის სრულ რეკონსტრუქციას. სევანის ჰესის, ჰრაზდა ჰესის, არგელ ჰესის, არზნის ჰესის და კანაკერ ჰესის ექნებათ ახალი ელექტრომოწყობილობები, მაგალითად ახალი აკუმულატორები და გენერატორები. ასევე შეიცვლება არგელჰესის, ჰრაზდაჰესის და კანაკერ ჰესის ჰიდროელექტროსადგურები.
რესურსები ინტერენტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სევან-რაზდანის ჰიდროელექტროსადგური
- რეაბილიტაცია ჰესის დაარქივებული 2020-11-11 საიტზე Wayback Machine.