სედირის კუნძული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სედირის კუნძული
მშობ. სახელი: Sedir Adası

კლეოპატრას პლაჟი
გეოგრაფია
მდებარეობა ეგეოსის ზღვა, მუღლა
კოორდინატები 36°59′31″ ჩ. გ. 28°12′23″ ა. გ. / 36.992194° ჩ. გ. 28.206444° ა. გ. / 36.992194; 28.206444

სედირის კუნძული (თურქ. Sedir Adası) — პატარა კუნძული გიოქოვას ყურეში, ეგეოსის ზღვაში, სამხრეთ-დასავლეთ თურქეთში. შედის მუღლის პროვინციის ულას რაიონში. ასევე არაოფიციალური სახელწოდებაა „კლეოპატრას კუნძული“.

კუნძული ცნობილია თავისი იშვიათია ოქროს ქვიშიანი სანიპიროთი. ლეგენდის მიხედვით, რომელსაც ადგილობრივი გიდები მოგვითხრობენ, ეს უნიკალური ქვიშა ჩამოტანილი იყო ეგვიპტედან გალერების მიერ, სპეციალურად კლეოპატრისთვის. სავარაუდოდ კუნძულზე კლეოპატრა თავის საყვარელს, მარკუს ანტონიუსს ხვდებოდა. სანაპიროს ქვიშის ყველა მარცვლეული თითქმის სრულყოფილ სფეროს წარმოადგენს. სანაპირო დაცულია თურქეთის კულტურის სამინისტროს მიერ, როგორც ეროვნული საგანძური. ასე რომ სანაპიროზე აკრძალულია შესვლა ფეხსაცმელით და პირსახოცით, ასევე აკრძალულია მოწევა. ქვიშის რომ დარჩეს სანაპიროზე, შესასვლელთან დამონტაჟებულია საშხაპეები სუფთა წყალით.[1] სანაპიროზე შესვლა ფასიანია. კუნძულზე თაშბიუქიდან ყოველ 30 წუთში მიემგზავრება ნავი.[2]

გარდა სანაპიროსი, კუნძულზე შემორჩენილია უძველესი ქალაქის კედრაის ნანგრევები. უძველეს შენობებისგან შემონახულია აპოლონის სასახლე, ამფითეატრი და სამაროვანის ნაშთები. სახელი კედრაი ბერძნულიდან ითარგმნება როგორც კედარი, მიუხედავად იმისა, რომ არ არის ცნობილი, თუ იზრდებოდა კუნძულზე ეს ხე. ქალაქს გარს კედელი. დარჩენილი კედლები და კოშკები მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. აპოლონის სასახლე აშენებულია დორულ სტილში. კარგად შემონახული ამფითეატრი მდებარეობს უძველესი ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში და ორიენტირებულია ჩრდილოეთისკენ. პელოპონესის ომის დროს, ქალაქმა ათენს დაუჭირა მხარი, ხოლო შემდეგ ქალაქი სპარტელმა მეთაურმა, ლისადერმა დაიკავა და ქალაქის მოსახლეობა დაამონა. ეს მოვლენები დეტალურადაა აღწერილი ისტორიკოს ქსენოფონტის მიერ, რომელიც აღნიშნავს, რომ კედრაის მოსახლეობის ნახევარი ბარბაროსები იყვნენ.[3]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Острова Турции: солярий на яхте, пляж Клеопатры и "спагеты" // segodnya.ua
  2. Турция. Самостоятельные путешествия
  3. Tourism Directorate of Muğla Governorship. General information on Sedir Island, Muğla. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-04-25. ციტირების თარიღი: 2009-03-31.