შინაარსზე გადასვლა

სებასტიენ ვაიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სებასტიენ ვაიანი
ფრანგ. Sébastien Vaillant
დაბ. თარიღი 26 მაისი, 1669(1669-05-26)[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი ვინი
გარდ. თარიღი 20 მაისი, 1722(1722-05-20)[1] [2] [3] (52 წლის) ან 26 მაისი, 1722(1722-05-26)[5] (53 წლის)
გარდ. ადგილი პარიზი[5]
მოქალაქეობა საფრანგეთი
საქმიანობა ბოტანიკოსი[5] და მიკოლოგი
ალმა-მატერი Jardin des plantes

სებასტიენ ვაიანი (ფრანგ. Sébastien Vaillant; დ. 26 მაისი, 1669 — გ. 20 მაისი, 1722) — ფრანგი ბოტანიკოსი და მიკოლოგი. მისი სტანდარტული საავტორო ბოტანიკური შემოკლებაა Vaill.[6]

სებასტიენ ვაიანი დაიბადა ვინის მუნიციპალიტეტში 1669 წლის 26 მაისს.[7] იგი ბოტანიკას პარიზის მცენარეთა ბაღში ჟოზეფ პიტონ დე ტურნეფორთან ერთად ეუფლებოდა.

1716 წელს სებასტიენ ვაიანი საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრად აირჩიეს. ვაიანმა სოკოების კლასიფიკაციის კრიტერიუმები შემოგვთავაზა, რომელიც ავტორის გარდაცვალების შემდეგ, 1727 წელს გამოცემულ წიგნში „De plantes“ შევიდა. ვაიანის კლასიფიკაცია ქუდის ქვედა ზედაპირის, ანუ ჰიმენოფორის აგებულებას ეფუძნებოდა. ასეთი კლასიფიკაცია ძალიან მოსახერხებელი აღმოჩნდა და დღემდე გამოიყენება სოკოს კრეფისას, ხოლო ჰიმენოფორის აგებულების ნიშნები, რომლებიც თანამედროვე მეთოდებით შეისწავლება, კვლავ გამოიყენება სისტემატიკაში.

ვაიანი წერდა, რომ „სოკოები — ეს ეშმაკის ქმნილებაა, რომელიც არღვევს ბუნების საერთო ჰარმონიას, რათა დააბნიოს ყველაზე ნიჭიერი მკვლევრები და სასოწარკვეთილებაში ჩააგდოს ახალგაზრდა ბოტანიკოსები“.

ვაიანი ყვავილების შესწავლით იყო დაკავებული. იგი ამტკიცებდა, რომ ყვავილის უმნიშვნელოვანესი ნაწილებია ბუტკო და მტვრიანა. ამერიკელი ბოტანიკის ისტორიკოსის, ედვარდ ლი გრინის აზრით, ვაიანმა თავისი კვლევებით „ბოტანიკისთვის უდიდესი საქმე“ შეასრულა; ეს კვლევები კარლ ლინემ, საფუძვლად დაუდო მცენარეთა კლასიფიკაციის სქესობრივ სისტემას — ლინეს სისტემას,[8] რომელიც 1735 წელს გამოქვეყნდა.

სებასტიენ ვაიანი 1722 წლის 26 მაისს პარიზში გარდაიცვალა.

სამეცნიერო ნაშრომები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Discours sur la structure des fleurs: leurs différences et l’usage de leurs parties prononcé à l’ouverture du jardin royal de Paris, le Xe jour du mois de juin 1717 et l'établissement des trois nouveaux genres de plantes, l’araliastrum, la sheradia, la boerhaavia avec la description de nouvelles plantes rapportées au dernier genre (Leiden, 1718).
  • Etablissement de nouveaux caracteres de trois familles ou classes de plantes à fleurs composées; scavoir, des Cynarocephales, des Corymbiferes et des Cichoracees. (Paris 1718—1721).
  • Caracteres de quatorze genres de plantes: le dénombrement de leurs espéces; les descriptions de quelques-unes, & les figures de plusieurs. (Paris, 1719).
  • Suite de l’eclaircissement de nouveaux caracteres de plantes. (Paris, 1721).
  • Remarques sur la methode de M. Tournefort. (Paris, 1722).
  • Sebastiani Vaillant botanicon Parisiense: operis majoris prodituri prodromus. (Leiden, 1723).
  • Botanicon Parisiense ou, Denombrement par ordre alphabetique des plantes, qui se trouvent aux environs de Paris: avec plusieurs descriptions des plantes, leurs synonymes, le Tems de fleurir & de grainer et une critique des auteurs de botanique /par Sebastien Vaillant; enrichi de plus de trois cents figures, dessinéss par le sieur Claude Aubriet. (Leiden, 1727).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 1 2 SNAC — 2010.
  3. 1 2 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
  4. ↑ La France savante / B. Delmas, R. Mathis — 2009.
  5. 1 2 3 Deutsche Nationalbibliothek Record #117680885 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  6. ↑ Vaill. International Plant Names Index. ციტირების თარიღი: 24 ივლისი, 2025.
  7. ↑ 347—348 (Nordisk familjebok / Uggleupplagan. 31. Ural — Vertex): Sébastien Vaillant. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-03. ციტირების თარიღი: 2011-12-03
  8. ↑ Лебедев, Даниил Владимирович, Очерки по ботанической историографии (XIX — начало XX в.) / Отв. ред. Кирпичников, Моисей Эльевич, Л.: Наука, 1986. — გვ. 165, 1600 ეგზ.