სებასტიან ლოები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სებასტიან ლოები

სებასტიან ლოები (დ. 26 თებერვალი, 1974) — ფრანგი პროფესიონალი რალის, რბოლისა და წრიული რბოლის მრბოლელი. მონაწილეობდა მსოფლიო რალის ჩემპიონატში და სპორტის ამ სახეობის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მრბოლელია. მას ეკუთვნის ყველაზე მეტი საჩემპიონო ტიტული (9), ყველაზე მეტი გამარჯვება, ყველაზე მეტი საპრიზო ადგილი და ყველაზე მეტი ქულა. ლოებმა 2012 წელს კარიერა დასრულებულად გამოაცხადა, თუმცა 2013 წელს სპორტში დაბრუნდა და მონაწილეობა მიიღო 2013 წლის რალის ჩემპიონატში, შემდეგ ფია ჯითი სერიის რბოლებში, სადაც მართავდა მაკლარენის ბოლიდს. ამის შემდეგ გადავიდა ციტროენის გუნდში და მონაწილეობა მიიღო 2014 წლის ფია ტურინგის კლასის ჩემპიონატში.

ლოებმა რალის კარიერა 1995 წელს დაიწყო და 2001 წელს გაიმარჯვა რალის ახალგაზრდულ ჩემპიონატში. 2002 წელს მან ხელი მოაწერა სიტროენის სარბოლო გუნდთან და 2003 წლის სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა, ჩემპიონობა კი იმ წელს პიტერ სოლბერგმა მოიპოვა. ლოებმა თავისი პირველი ჩემპიონობა 2004 წელს მოიპოვა, რის შემდეგაც ზედიზედ კიდევ რვაჯერ გახდა ჩემპიონი და მოგებული ჩემპიონატების სარეკორდო ზედიზედ 9 ტიტული დააგროვა. რალის ტიტულების გარდა ლოებს ასევე სამჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა რბოლა, სადაც მონაწილეობას იღებენ ავტოსპორტის სხვადასხვა სახეობების საუკეთესო მრბოლელები. 2006 წელს მოანწილეობა მიიღო ლეგენდარული ლე-მანის 24 საათიან რბოლაში, რომელიც მე-2 ადგილზე დაასრულა. სებასტიან ლოები 2007 და 2009 წლებში დასახელებულია საფრანგეთის წლის სპორტსმენად. მრავალი ექპერტის, სპორტული გამომცემლობებისა და გულშემატკივრის მიერ მიჩნეული და აღიარებულია, როგორც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ავტო-მრბოლელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: