სებასტიან კოხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სებასტიან კოხი
დაბადების სახელი სებასტიან კოხი
დაბადების თარიღი 31 მაისი 1962
კარლსრუე, გერმანია
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1990–დღემდე

სებასტიან კოხი (გერმ. Sebastian Koch; დ. 31 მაისი 1962, კარლსრუე, გერმანია) — გერმანელი თეატრისა და კინოს მსახიობი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა კარსლრუეში, იზრდებოდა ქალაქ შტუტგარტში. დედამისი შვილს მარტოობაში ზრდიდა, გარკვეული პერიოდი იგი ბავშთა სახლში ცხოვრობდა. 1982-1985 წწ. სწავლობდა მიუნხენში ოტო ფალკენბერგის სკოლაში. სწავლების პერიოდში გამოდიოდა ახალგაზრდა თეატრთან ერთად. გამოსვლები უწევდა ულმისა და დარმშტადტის თეატრებში, ხოლო 1990 წელს ბერლინის თეატრებში. ამ პერიოდში იღებდა მრავალრიცხოვან როლებს თეატრსა და ტელესერიალებში. სებასტიან კოხის კარიერისთვის მნიშვნელოვანი იყო ანდრეას ბაადერის როლი ერთ-ერთ გერმანულ დოკუმენტურ დრამაში, რომლის შემდეგაც გამოდიოდა ბევრ სრულმეტრაჟიან სატელევიზიო დრამებში.

მნიშვნელოვანი იყო მისი როლი ფილმში „ეშმაკთან მოცეკვავე“, რომელიც 2001 წელს გამოვიდა, ამავე პერიოდში შეასრულა როლი სერიალში, სახელწოდებით „მანის ოჯახი – ასწლიანი რომანი“. ამ ორი როლით სებასტიან კოხმა სახელი მოიხვეჭა და ამასთანავე დაიმსახურა ადოლფ გრიმეს პრემია. 2004 წელს შეასრულა როლი ფილმში „ოპერაცია ვალკირია“, რისთვისაც არაერთი ჯილდო დაიმსახურა.

2006 წელს გამოდის ფლორიან ჰენკელ ფონ დონერსმარკის კინოდრამა „სხვების ცხოვრება“, სადაც ერთ-ერთი წამყავანი როლი სებატიან კოხმა შეასრულა. 2007 წელს ეს კინო ოსკარის მფლობელი გახდა, როგორც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.[1] 2006-2007 წლებში გამოდიოდა თეატრებში. სებასტიან კოხმა ერთ-ერთი ბოლო როლი მიიღო ფილმში „უცნობი“.

სებასტიან კოხი ბერლინში ცხოვრობს, ჰყავს მეუღლე და შვილი.[2]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმი
წელი ფილმი როლი შენიშვნა
1999 სიმღერა სიყვარულსა და სიკვდილზე
2001 გვირაბი
2002 ამინ
2004 ოპერაცია ვალკირია
2004 სასიკვდილო გადახვევა
2006 სხვების ცხოვრება
2006 შავი წიგნი
2006 ნიჟარის შემგროვებლები
2009 ზღვის მგელი სერიალი
2011 უცნობი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]