სებასტიან ვობანი
სებასტიან ვობანი | |
---|---|
ფრანგ. Sébastien Le Prestre de Vauban | |
![]() | |
დაბ. თარიღი | მაისი, 1633[1] [2] [3] [4] [5] |
დაბ. ადგილი | სენ-ლეჟე-ვობანი, ბურგუნდია, საფრანგეთის სამეფო |
გარდ. თარიღი | 30 მარტი, 1707[1] [2] [3] [4] [6] [7] [8] [9] [5] (73 წლის) |
გარდ. ადგილი | პარიზი, საფრანგეთის სამეფო |
დასაფლავებულია | Cathédrale Saint-Louis-des-Invalides |
მოქალაქეობა | საფრანგეთი[10] |
ჯილდოები | წმინდა ლუდოვიკოს ორდენის კავალერი, სულისწმინდის ორდენის კავალერი, სენმიშელის ორდენის რაინდი, საფრანგეთის მარშალი, Order of the Holy Spirit და Order of Saint Louis |
ხელმოწერა |
![]() |
სებასტიან ლე პრეტრ დე ვობანი (ფრანგ. Sébastien Le Prestre, marquis de Vauban; დ. 1 მაისი, 1633, სენ-ლეჟე-დე-ფუშერე, ნივერნე — გ. 30 მარტი, 1707, პარიზი) — მარკიზი, სამხედრო ინჟინერი, საფრანგეთის მარშალი (1703), საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი (1699).
მონაწილეობდა 53 ლაშქრობაში, 104 ბრძოლაში. ხელ,ძღვანელობდა 53 ციხესიმაგრის ალყას, 33 ახალი ციხესიმაგრის მშენებლობასა და 300-ზე მეტის გადაკეთებას. შეიმუშავა პარალელების შექმნის საშუალებით ციხესიმაგრეთა თანადათანობითი იერიშს მეთოდი, რომელსაც XX საუკუნემდე იყენებდნენ. შემოიღო საარტელერიო შეტევის ახლებური გაგება. ცეცხლს უშენდნენ არა ალყაშემორტყმულ ქალაქს, არამედ სიმაგრის დამცველებს. იყო ნაღმსაფეთქებელი საქმის თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, შექმნა მესანგრეთა და მენაღმეთა ასეულები, 1676 წელს საფუძველი ჩაუყარა სამხედრო ინჟინერთა კრპუსის შექმნას. 1677 წლიდან ყველა საინჟინრო სამუშაოს თვითონ ხელმძღვანელობდა, საფრანგეთს შემოარტყა ციხესიმაგრეთა რკალი, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა შემდგომ ომებში. ვობანს ეკუთვნის მრავალი ნაშრომი სამხედრო, საინჟინრო და ეკონომიკურ საკითხებზე.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 440.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 2.0 2.1 RKDartists
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 5.0 5.1 Annuaire prosopographique : la France savante
- ↑ Structurae — Ratingen: 1998.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
- ↑ Brisac C. Vauban, Sébastien Leprestre [Le Prestre] de // Grove Art Online / J. Turner — [Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — ISBN 978-1-884446-05-4 — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T088281
- ↑ GeneaStar
- ↑ RKDartists