საჰილ ბაბაევი
საჰილ ბაბაევი | |
აზერბაიჯანის მოსახლეობის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 2018 , 21 აპრილი |
პრეზიდენტი | ილჰამ ალიევი |
პრემიერ-მინისტრი | ნოვრუზ მამედოვი |
წინამორბედი | სალიმ მუსალიმოვი |
დაბადებული | 1980 ბაქო, აზერბაიჯანის სსრ |
მოქალაქეობა | აზერბაიჯანი |
ეროვნება | აზერბაიჯანელი |
პოლიტიკური პარტია | ახალი აზერბაიჯანი (პარტია) |
შვილები | 2 შვილი |
განათლება | ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი |
საჰილ რაფიგ ოღლუ ბაბაევი (აზერ. Sahil Rafiq oğlu Babayev დ. 1980 წ.) — აზერბაიჯანის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, აზერბაიჯანის მოსახლეობის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი (2018 წლიდან); ფილოსოფიის დოქტორი სამართალში[1].
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საჰილ ბაბაევი დაიბადა 1980 წელს ქალაქ ბაქოში[1].
1999 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა მთავარ სპეციალისტად და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ინვესტიციის დეპარტამენტის განყოფილების უფროსად (SOCAR)[1]. ამ ხნის განმავლობაში ბაბაევმა წარჩინებით დაამთავრა ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი და მიიღო ბაკალავრის ხარისხი, ხოლო 2002 წელს მაგისტრის ხარისხი[2][1].
იგი იყო აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (2018 წლის მაისში იგი შეცვალა ქონების საკითხთა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რუსტამ შაჰბაზოვმა)[3].
საჯარო სამსახური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2006 წელს, საჰილ ბაბაევი გახდა მილი მეჯლისის თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე და პარლამენტში 2009 წლამდე იმუშავა, სანამ 2009 წელს მან საგარეო საქმეთა ინვესტიციების კოორდინაციისა და ეკონომიკური განვითარების განყოფილების უფროსის თანამდებობა მიიღო[1].
2011 წლიდან ბაბაევი მუშაობდა დეპარტამენტის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის განყოფილების უფროსად[1], ხოლო 2014 წლის მარტში, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაბაევი დანიშნა ეკონომიკისა და წარმოების მინისტრის ერთ-ერთ მოადგილედ [4].
2018 წლის 21 აპრილს, პრეზიდენტ ალიევის ბრძანებულების შესაბამისად, საჰილ ბაბაევი გახდა შრომისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის მინისტრი[1].
2019 წლის ივლისში, საჰილ ბაბაევი, აზერბაიჯანული მხრიდან, გახდა აზერბაიჯან-სერბეთის მთავრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარე[5], და რამდენიმე დღის შემდეგ, ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი აზერბაიჯან-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარე[6].
იგი არის მმართველი „ახალი აზერბაიჯანის“ პარტიის წევრი (1995 წლიდან)[1].
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაქორწინებულია და ორი შვილი ჰყავს[1]. 2010 წელს, იგი გახდა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი[2].
საჰილ ბაბაევი კარგად ფლობს ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებს, ასევე კარგად იცის ფრანგული[1].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 ДОСЬЕ: Кто он – новый министр труда и социальной защиты населения Сахиль Бабаев?
- ↑ 2.0 2.1 Самый пожилой и самые молодые члены Кабмина Азербайджана
- ↑ Шахбазов сменил Бабаева в составе НС МБА
- ↑ Назначены четыре заместителя министра экономики и промышленности Азербайджана
- ↑ Бабаев возглавил МПК Азербайджана с Сербией
- ↑ Бабаев возглавил МПК Азербайджана с Венгрией