საჰარის ორიქსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
საჰარის ორიქსი
Oryx Dammah.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Oryx dammah
სინონიმები
  • Oryx gazella dammah
  • Oryx gazella tao
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 EW ka.svgბუნებაში გადაშენებული
ბუნებაში გადაშენებული
IUCN 3.1 Extinct in the Wild : 15568

საჰარის ორიქსი, რქახმლიანი ორიქსი ან რქახმლიანი ანტილოპა (ლათ. Oryx dammah) — წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ორიქსების გვარისა.

საჰარის ორიქსს ხანგრძლივი ტაქსონომიური ისტორია აქვს. 1816 წელს, იგი ლორენც ოკენმა აღმოაჩინა და უწოდა Oryx algazel. სიმაღლე მინდაოში ერთ მეტრზე ოდნავ მეტია (3,3 ფტ). ზრდასრული მამრის წონაა 140-210 კგ, მდედრისა 91-140 კგ. მისი ბეწვი ძირითადად თეთრია, მკერდი წითელ-ყავისფერი აქვს. შუბლზე და შუბლიდან ცხვირამდე ზოგჯერ შავი ნიშანი აქვს. ხბო დაბადებისას ყვითელია და არ გააჩნია განმასხვავებელი ნიშნები.

საჰარის ორიქსები აყალინბებენ 70 წევრზე მეტიან ჯოგებს, სადაც ორივე სქესის წარმომადგენლები არიან თავმოყრილები, ძირითადად კუროს წინამძღოლობით. ისინი ცხოვრობდნენ ნახევარუდაბნოებსა და უდაბნოებში. კარგად არიან შეგუებულები უკიდურეს სიცხეს საკუთარი შიდა ორგანიზმის გამაგრილებელი სისტემითა და წყლის დაბალი მოთხოვნილებით. იკვებებიან ფოთლებით, ბალახებით, წვნიანი მცენარეებითა და მცენარის ნაწილებით ღამით და დილით ადრე. შობადობის სეზონია მარტიდან ოქტომბრამდე. მაკეობა გრძელდება 8-9 თვე და შობს ერთ ხბოს.

ერთ დროს საჰარის ორიქსი ფართოდ გავრცელებული იყო ჩრდილოეთ აფრიკაში. მისი რაოდენობის შემცირება კლიმატის ცვლილების შედეგად დაიწყო და მოგვიანებით გაძლიერდა მისზე ნადირობისგან, მისი რქების გამო. 1998 წელს იგი ბუნებაში გადაშენდა.[1] დღეს, მისი გამრავლება მიმდინარეობს ტუნისის, მაროკოსა და სენეგალის სპეციალურ რეზერვებში და ტეხასის შტატის კერძო ეგზოტიკური ცხოველების რანჩოებზე. 2016 წელს დაიწყო ინტროდუცირების პროგრამა და 2017 წელს მცირე ჯოგი იქნა ინტროდუცირებული ჩადიში. ბუნების მსოფლიო ფონდის მონაცემებით, 2017 წელს IUCN საჰარის ორიქსს 'ბუნებაში გადაშენებული სახეობიდან' 'კრიტიკული საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობაში' გადაიყვანს ჩადიში მისი რეინტროდუცირების გამო.

საჰარის ორიქსი ძველ ეგვიპტეში მოშინაურებული იქნა. მას იყენებდნენ სახორცე დანიშნულებისთვის და ღმერთებისადმი შესაწირად. ძველ რომში მას მდიდარი მოქალაქეები ამრევლებდნენ. შუა საუკუნეებში იგი გამოიყენებოდა ძვირფასი ტყავის დასამზადებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Lahti, S., Lahti, T. & Raasmaja, A. (toim): ”Sorkkaeläimet”, Zoo Suuri eläinkirja 2: Nisäkkäät, s. 301-302. WSOY, 1978. ISBN 951-0-08247-3.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. IUCN SSC Antelope Specialist Group (2008). "Oryx dammah". IUCN Red List of Threatened Species. Version 2008. International Union for Conservation of Nature. Retrieved 9 September 2009. Database entry includes justification for why this species is listed as extinct in the wild.