საჰაკდუხტის წარწერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საჰაკდუხტის წარწერაძველი ქართული წარწერა, სავარაუდოდ, V საუკუნისა. 1925 წელს გიორგი ბოჭორიძემ რაჭაში, სოფელ ზნაკვაში, ერთ ოჯახში მიაგნო ხატს, რომელიც წამოღებული იყო ზნაკვის ჯვარისას ეკლესიიდან.

წარწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხატის წინა კარზე მოთავსებული იყო რვასტრიქონიანი წარწერა:

  1. წ~ო გ~ლ საკჳრველ
  2. თმოქმედო შენდ
  3. ა შევედრებუ
  4. ლი მჴლი შენი ს
  5. აჰაკდუხტ
  6. დაჲცევ ყოვლ
  7. ლისაგან ბო
  8. როტისა

ანუ: „წმიდაო გრიგოლ საკჳრველთმოქმედო, შენდა შევედრებული მჴევალი შენი საჰაკდუხტ დაჲცევ ყოვლისაგან ბოროტისა“.[1]

დახასიათება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პალეოგრაფიული ნიშნებით წარწერა ენათესავება უძველეს ქართულ წერილობით ძეგლებს: და თავშეკრულია, ხოლო და თავგახსნილი. ძლიერ ჰგავს ბერძნულ Ο-ს.[2]

საინტერესოა „დაჲცევ“ ფორმა. აქ ასახავს [ჲ] ალოფონს V-C პოზიციაში (ხმოვანსა და თანხმოვანს შორის), რაც არის ამ ტიპის შემთხვევათა ყველაზე ადრინდელი ნიმუში.

დათარიღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1927 წელს გ. ბოჭორიძემ წარწერა VI საუკუნით დაათარიღა,[3], 1930 წელს კი V საუკუნით.[4] ა. შანიძის აზრითაც, ძეგლი V საუკუნისა შეიძლება იყოს.[5]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კორნელი დანელია, ზურაბ სარჯველაძე. ქართული პალეოგრაფია. თბ., 1997, გვ. 24

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გ. ბოჭორიძე, ჯვარისას ძეგლი, საქართველოს არქივი, III, ტფ., 1927, გვ. 207
  2. იქვე, გვ. 208
  3. იქვე, გვ. 298
  4. გ. ბოჭორიძე, რაჭის ისტორიული ძეგლები, საქართველოს მუზეუმის მოამბე, V, ტფ., 1930, გვ. 177
  5. ა. შანიძე, ძველი ქართულის ქრესტომათია, ტფ., 1935, გვ. 107