საჰაერო ტრანსპორტი
საჰაერო ტრანსპორტი — ტრანსპორტის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც მოიცავს, როგორც საჰაერო ხომელადებს, ასევე მათი ექსპლუატაციისათვის აუცილებელ ინფრასტრუქტურას: აეროპორტებს, სადისპეჩერო და ტექნიკურ სამსახურებს. საჰაერო ტრანსპორტს გადაჰყავს მგზავრები, გადააქვს ტვირთი და საფოსტო გზავნილები, ასრულებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს.
საჰაერო ტრანსპორტი ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში I მსოფლიო ომის (1914-1918) წლებში გაჩნდა. სსრკ პირველი საჰაერო ხაზი მოსკოვი–ნოვგოროდი გაიხსნა 1923 წელს. ხაზის საერთო სიგრძე 1940 წ. 146 ათ. კმ-მდე გაიზარდა.
საჰაერო ტრანსპორტის განვითარება განსაკუთრებით დაჩქარდა II მსოფლიო ომის (1939-1945) შემდეგ, რაც დაკავშირებული იყო მრავალადგილიანი რეაქტიული თვითმფრინავების (ტუ-109, ტუ-14, ილ-18, ან-10, 60-იანი წლებიდან კი – ტუ-124, ან-24, ტუ-134, ტუ-144, ტუ-154, იაკ-40, ბე-80, ილ-2) გამოყენებასთან. თანამედროვე რეაქტიული თვითმფრინავები გამოირჩევა დიდი სიმძლავრით, ზებგერითი სიჩქარით (კრეისერული სიჩქარე 28500 კმ/სთ), დიდი ტევადობით (120 და მეტი დასაჯდომი ადგილი) და მაღალი საიმედოობით. ტვირთის გადასაზიდად შეიქმნა ე. წ. „საჰაერო ეტლი“ (ტვირთამწეობა 30 ტ-ზე მეტი). ფართოდ იყენებენ სამგზავრო შვეულმფრენებს. გაჩნდა რეაქტიული წევის შვეულმფრენებიც.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გარუჩავა პ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 261.
|