საჯინიბო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ საჯინიბო (თიანეთის მუნიციპალიტეტი).
საჯინიბო

საჯინიბოცხენის სადგომი — თავლა. სანაშენე ცხენების საჯინიბოს ინდივიდუალური სადგომებში (ბაშტებში) ულაყებსა და ფაშატებს დაუბმელად ინახავენ, მოზრდულს კი — ჯგუფურად. სადგომის ზომაა 3,5×3,5 . მუშა ცხენები ბაგაზე არიან დაბმული (ბაგის განაზომია 1,75×3 მ მსხვილი ჯიშებისათვის და 1,6×2,85 მ — მომცროებისათვის). საჯინიბოს აქვს დამხმარე სათავსები — ხელოვნური დათესლვისათვის, ინვენტარის აღკაზმულობის, ფურაჟის შესანახად. სანაშენე მეცხენეობაში საწვრთნელი მანეჟიც აქვთ. საჯინიბოში ინახავენ 40-მდე ცხენს (ჯგუფური შენახვისას მათი რაოდენობა ზოგჯერ ასსაც აღწევს). გაყვანილი აქვთ სასმელი წყალი. თუ წყალსადენი არა აქვთ, წყლის რეზერვუარს აწყობენ. 1981 წელს საქართველოში, მარნეულის რაიონის სოფელ კირიხლოში, დაარსდა რესპუბლიკური სახელმწიფო საჯინიბო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]