სახტიგვერდის ნაეკლესიარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სახტიგვერდის ნაეკლესიარი — არქიტექტურული ძეგლი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდიგორაში, სახტისგვერდის თხემზე.

მცირე ზომის (7,6X5,4) დარბაზული ტიპის ეკლესიაზე გამოიყოფა ორი არქიტექტურული შრე: პირველი წარმოადგენს კარგად გათლილი ქვებით ნაშენებ 25 სმ-ით გამოზიდულ ცოკოლზე დაფუძნებულ კედელს (სიგანე 0.87 მ.), ხოლო მეორე კი სავარაუდოდ უკვე დანგრეული და გადამწვარი კედლების ქვებისაგან დამზადებულ შენავსებ ფენას. ეკლესიის ქვის თაღოვანი კამარა ჩამოშლილია, რომელიც კირხსნარიან იატაკზე წარმოქმნის 60-70 სმ-იან ნაშალ, ღორღოვან შრეს. ეკლესიას დასავლეთიდან აქვს 1,25 მ. სიგანის კარი. სარკმლები შემორჩენილია მხოლოდ დასავლეთის და აღმოსავლეთის კედლებზე. საკურთხეველში გაწმენდილ კირხსნარიან იატაკზე კარგად იკითხება კედელზე მიდგმული ტრაპეზის (1,1X0.3 მ.) კვალი. ტრაპეზის მარჯვნივ და მარცხნივ დასტურდება ორი ნიშა. აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის თავზე გამოსახულია წრეში ჩასმული ჯვარი. ეკლესიის ირგვლივ შემორჩენილია ყორე-გალავნის ფრაგმენტული ნაშთები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 19381