სახის ნერვი

სახის ნერვი (ლათ. nervus facialis) — თავის ტვინის VII წყვილი ნერვი. მამოძრავებელი ხასიათისაა. მისი ბირთვები მდებარეობს ტვინის ხიდის დორსალურ ნაწილში. ტვინის ფუმეზე გამოდის კარიბჭე-ლოკოკინისა და შუამდებარე ნერვებთან ერთად ნათხემის შუა ფეხს, მოგრძო ტვინსა და ნათხემის კვირტს შორის. სახის ნერვი შიგნითა სასმენი ხვრელით შედის საფეთქლის ძვალში, სადაც საგანგებო არხს გაივლის და ქალას ფუძეზე სადგის-დვრილისებრი ხვრელის საშუალებით გამოდის. ამ პირველ მონაკვეთში სახის ნერვის შემადგენლობაში შედის შუამდებარე ნერვიც, რომლის ტოტებს ზოგჯერ აღწერენ სახის ნერვთან ერთად. სადგის-დვრილისებრი ხვრელიდან გამოსვლის შემდეგ (მეორე მონაკვეთი) სახის ნერვი შეიჭრება ყბაყურა ჯირკვალში, სადაც ტოტიანდება და წარმოქმნის ყბაყურის წნულს. ამ წნულიდან გამოსული საბოლოო 7 ტოტი ანერვიანებს მიმიკურ კუნთებს, სადგის-ინის კუნთს, ორმუცელა კუნთის უკანა მუცელსა და კისრის კანქვეშა კუნთს (პლატიზმას). სახის ნერვის ყველაზე ხშირი დაავადებაა დამბლა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აბაშიძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 256.