სახიობა (ანსამბლი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სახიობა - ქართული ანსამბლი. იგი ჩამოყალიბდა 2006 წლის 17 იანვარს, რისი საწინდარიც იყო გუნდის თითოეული წევრის სიყვარული ქართული ხალხური სიმღერა-საგალობლების მიმართ. მისი ხელმძღვანელია ქ. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კოსერვატორიის, ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების კათედრის პედაგოგი, მამა დავითის ტაძრის რეგენტი მალხაზ ერქვანიძე.

ანსამბლი "სახიობა" ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს ხალხური სიმღერა-საგალობლების, ძველი ქართული ბგერათაწყობის აღდგენაში. ასევე გუნდის მიზანია ხალხური სიმღერების ძველი სტილით შესრულება და ინტონირების საკითხის მოგვარება. კონცერტებით, გასტროლებით, ჩანაწერების გავრცელებით და სხვა საშუალებებით პოპულარული გახადოს ქართული ფოლკლორის სწორი ფორმით მიწოდება მსმენელისათვის.

გუნდმა თავისი არსებობის მცირე მანძილზე, შეძლო გამხდარიყო, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი-ს მიერ, რესპუბლიკის მასშტაბით მოწყობილ "დავალიერება-ფესტივალი"-ს, ლაურეატი.

ანსამბლ "სახიობას" ჩატარებული აქვს სამი სოლო კონცერტი და გამოშვებული აქვს სამი ხალხური სიმღერისა და ორი გალობის კომპაქტ დისკი. მონაწილეობა აქვს მიღებული ხორვატიის ფოლკლორის და უკრაინის გალობის საერთაშორისო ფესტივალებში.

"სახიობა" ძველი ქართული სიტყვაა, და ნიშნავს მწყობრ, ტკბილხმოვან მუსიკას, ხმიანს თუ საკრავისებურს (გალობისას თუ სიმღერისას). გუნდი ცდილობს თავისი საქმიანობით გაამართლოს ანსამბლის სახელწოდება.