სახილე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სახილე — ნედლი ხილის შესანახი შენობა. პროდუქციის კარგად შენახვისათვის საჭიროა, რომ სახილეში იყოს სათანადო ტემპერატურა, ჰაერის ტენიანობა, აგრეთვე ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის გარკვეული თანაფარდობა. ხილის შენახვის ტემპერატურულ რეჟიმს ქმნიან ბუნებრივი გაცივებით (ცივი ჰაერით) ან სამაცივრო დანადგარებით. ჰაერის განსაზღვრული ტენიანობის შესაქმნელად იყენებენ ხელოვნურ კმადატენიანებას. სახილეში აირების საჭირო შედგენილობას აღწევენ ნაყოფთა ფიზიკურ აქტივობით ან აირთა ნარევის მიწოდებით. არსებობს ერთი სახის ნაყოფის შესანახი და უნივერსალური სახილე ხილის შენახვის ხანგრძლივობის მიხედვით განასხვავებენ საზაფხულო (ხილეულის ტრანსპორტირების წინ მოკლევადიანი შესანახი), საზამთრო (ხილის ხანგრძლივად შესანახი) და კომბინირებულ სახილეებს.

სახილე შეიძლება იყოს ჰერმეტულ და არაჰერმეტულ კამერებიანი. სახილის ასაგებად იყენებენ ასაწყობ რკინაბეტონს და ადგილობრიც სამშენებლო მასალებს (აგური, ქვაყორე და სხვა).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]