სახვითი ხელოვნების მუზეუმი, ჰიუსტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სახვითი ხელოვნების მუზეუმი, ჰიუსტონი
MFA houston.jpg
29°43′32″ ჩ. გ. 95°23′25″ დ. გ. / 29.72569389° ჩ. გ. 95.39041694° დ. გ. / 29.72569389; -95.39041694
დაარსდა 1900 წელს
ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
მისამართი ჰიუსტონი
მდებარეობა ჰიუსტონი, ტეხასი, აშშ
ექსპონატი დაახლ. 70,000
კლასიფიკაცია ხელოვნების მუზეუმი
ოფიციალური საიტი http://www.mfah.org/

სახვითი ხელოვნების მუზეუმი, ჰიუსტონი — მუზეუმი, მდებარეობს ჰიუსტონის მუზეუმის რაიონში, ჰიუსტონში, ერთ-ერთი უდიდესი მუზეუმი შეერთებულ შტატებში. [1] მუზეუმის მუდმივი კოლექცია მოიცავს 6000 წელზე მეტ ისტორიას, კოლექციაშია დაახლოებით 70,000 ობიექტი, ექვსივე კონტინენტიდან. [2]

შენობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაროლინ უის ლოს შენობა
ოდრი ჯონსი ბექის შენობა
Distinctive slope-roofed Glassell School of Art building with Brown Foundation Plaza and fountains in the foreground.
გლასელის სამხატვრო სკოლა
ბაღები ბაიუ ბენდში, შემოწირულია იმ ჰოგის მიერ
რიენცის სახლის მუზეუმი

მუზეუმის მუდმივი კოლექცია შეადგენს თითქმის 70,000 ობიექტს, რომელიც განთავსებულია 28,000 კვადრატულ მეტრზე. სივრცით მუზეუმი აშშ-ში ერთ-ერთი უდიდესი მუზეუმია. მუზეუმის კოლექციები და პროგრამები განთავსებულია ცხრა დაწესებულებაში. სუზანისა და ფეიეზ ს. საროფიმის კამპუსი მოიცავს 14 ჰექტარს. ძირითადი საჯარო კოლექციები და გამოფენები ინახება კეროლაინ ლოს, ბეკისა და ქინდერის შენობებში. ლოუს და ბეკის შენობებში 12,000 კვადრატული მეტრი ეთმობა საგამოფენო სივრცეს.

კეროლაინ უი ლოს შენობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორიგინალური ნეოკლასიკური შენობა შემუშავებულია არქიტექტორ უილიამ უორდ უატკინის მიერ. ორიგინალური შენობა აშენდა 1924 წელს, ხოლო აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილი დაემატა 1926 წელს. რობერტ ლი ბლაფერის მემორიალური ნაწილი შეიქმნა კენეტ ფრანცჰაიმის მიერ და გაიხსნა საზოგადოებისთვის 1953 წელს. ახალი კონსტრუქცია მოიცავდა მნიშვნელოვან სტრუქტურულ გაუმჯობესებას რამდენიმე არსებულ გალერეაში - განსაკუთრებით, გაუმჯობესდა კონდენციონერები. შენობა ლუდვიგ მის ვან დერ როეს მიერ შემუშავებული პროექტით 1958 და 1974 წლებში გაფართოვდა. შენობა ქმნის იდეალურ სივრცეს, სადაც შესაძლოა გამოეფინოს მოგზაურობის, ასევე ოკეანური ხელოვნების, აზიური ხელოვნების, ინდონეზიური ოქროს ნიმუშების და პრეკოლუმბიური და საჰარის სამხრეთ აფრიკული ნამუშევრების კოლექციები. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს აფრიკული ოქროს გლასელის კოლექცია, რომელიც ამ ტიპის ყველაზე დიდი კოლექციაა მსოფლიოში. [3] ასევე მნიშვნელოვანია ინდოეთის Nidhika და Pershant Mehta ხელოვნება, დაწესებულება ერთადერთი სივრცეა ჰიუსტონში, სადაც ინდური ხელოვნების კულტურაა ნაჩვენები. [4]

ოდრი ჯონსი ბექის შენობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საზოგადოებისთვის 2000 წელს გაიხსნა. ბეკის შენობა დააპროექტა რაფაელ მონეომ, პრიცკერის არქიტექტურის პრემიის ლაურეატმა. [5] მუზეუმის რწმუნებულებმა აირჩიეს შენობის სახელი ოდრი ჯონსი ბეკის პატივსაცემად იმ დიდი კოლექციის საპატივცემულოდ, რომელიც მან მუზეუმს შესწირა რამდენიმე ათეული წლის წინ. გარდა დროებითი ჩვენებების გამართვის, ანაბეჭდების და ნახატებისა, შენობაში წარმოდგენილია სიძველეთა, ევროპული და ამერიკული ხელოვნების მუდმივი კოლექციები , რომლებიც 1900 წლამდეა შექმნილი, მათ შორისაა იმპრესიონისტების ნახატები.

ნენსი და რიჩ ქინდერის შენობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წელს მუზეუმმა შეარჩია სტივენ ჰოლის არქიტექტორები, რათა შეემუშავებინა 15,200 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე შენობა, სადაც განათავსებდნენ 1900 წლის შემდეგ შექმნილ ნამუშევრებს. [6] დაწესებულება გაიხსნა 2020 წლის ნოემბერში, ახალი შენობა იკავებს ორ ჰექტარს, კეროლაინ უი ლოს შენობის ჩრდილოეთით. შენობა ლილი და ჰიუ როი კალენების ქანდაკებების ბაღისა და გლასელის ხელოვნების სკოლის მიმდებარედაა აშენებული. გარდა თეატრის, რესტორნის, კაფესა და შვიდი პატარა ბაღისა, რომლებიც შენობების პერიმეტრზეა განთავსებული, 237,213 კვადრატული ფუტიანი ქინდერის შენობა მუზეუმების საერთო საგამოფენო სივრცეს თითქმის 75 პროცენტით ზრდის. [6] [7] [8]

ლილი და ჰიუ როი კალენების ქანდაკების ბაღი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შექმნილია ამერიკაში დაბადებული მხატვრისა და ლანდშაფტის არქიტექტორის ისამუ ნოღუჩის მიერ და გაიხსნა 1986 წელს. ლილი და ჰიუ როი კალენების ქანდაკებების ბაღში განთავსებულია მხატვართა ოცდახუთი ნამუშევარი მეცხრამეტე, მეოცე და ოცდამეერთე საუკუნის და სხვა ძირითადი კოლექციებიდან.

გლასელის ხელოვნების სკოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაარსდა 1979 წელს და დაპროექტებულია არქიტექტორ სი მორის მიერ, გლასელის ხელოვნების სკოლა მომხმარებელს სთავაზობს მოზრდილების სტუდიო პროგრამებს. შენობა მუზეუმის ნაწილია, რომელიც მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამების მრავალფეროვნებას, ნებისმიერი ასაკის, ინტერესის და საჭიროების სტუდენტისთვის.

ცენტრალური ადმინისტრაცია და გლასელის საშუალო ხელოვნების სკოლის შენობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენობა, რომელიც გაიხსნა 1994 წელს და შეიმუშავა ტეხასელმა დიზაინერმა კარლოს ხიმენესმა, მოიცავს მუზეუმის ადმინისტრაციულ ადგილს და ასევე გლასელის საშუალო სკოლას. მუზეუმი ერთადერთი შენობაა აშშ-ში, რომელსაც გამოყოფილი აქვს ცალკე შენობა, მოზარდებისთვის, ხელოვნების შესასწავლად. [9]

სარა კემპბელ ბლაფერის ფონდის ცენტრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არის 37,864 კვადრატული ფუტის ცენტრი, რომელიც შექმნილია Lake-Flato Architects-ის მიერ, დასრულდა 2018 წელს. აქ არის დაცული ლაბორატორიები და სტუდიები, რომლებიც მდებარეობს მუზეუმის ავტოფარეხის ზემოთა მხარეს. ღიაა საზოგადოებისთვის. [10]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახვითი ხელოვნების მუზეუმი, ჰიუსტონში არის უძველესი ხელოვნების მუზეუმი ტეხასში. 1917 წელს მუზეუმის ადგილი მიეძღვნა ჰიუსტონის საჯარო სკოლის სამხატვრო ლიგას (შემდგომ ჰიუსტონის ხელოვნების ლიგა), რათა შემდეგ შექმნილიყო საჯარო ხელოვნების მუზეუმი. მუზეუმის პირველი შენობა საზოგადოებისთვის გაიხსნა 1924 წელს. ორიგინალური შენობა, რომელიც დაპროექტებულია ჰიუსტონის არქიტექტორის უილიამ უორდ უატკინის მიერ ბერძნულ ნეოკლასიკურ სტილში, არის პირველი ხელოვნების მუზეუმი, რომელიც აგებულია ტეხასში. დღეს მუზეუმი მოიცავს ორ შენობას, Caroline Wiess Law და Audrey Jones Beck შენობებს, სადაც განთავსებულია დაწესებულების პირველადი კოლექციები და დროებითი გამოფენები; ორი დეკორატიული ხელოვნების სახლის მუზეუმი; გლასელის სტუდიის სამხატვრო სკოლა; ქანდაკების ბაღი; არქივი; და ადმინისტრაციული შენობა გლასელის ხელოვნების სკოლასთან ერთად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Museum of Fine Arts, Houston. Museum of Fine Arts, Houston. Mfah.org. ციტირების თარიღი: 2012-09-19
  2. Major Expansion of the Museum of Fine Arts, Houston Moves Forward with the Construction of the Audrey Jones Beck Building. Tfaoi.com. ციტირების თარიღი: 2012-09-19
  3. The Museum of Fine Arts, Houston. The Glassell Collections. Mfah.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-02-10. ციტირების თარიღი: 2021-09-27.
  4. Villarreal. Museum of Fine Arts in Houston Opens Nidhika and Pershant Mehta Arts of India Gallery. ციტირების თარიღი: 5 April 2018
  5. The Hyatt Foundation. Pritzkerprize.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-09. ციტირების თარიღი: 2012-09-19
  6. 6.0 6.1 Pei-Ru Keh (January 19, 2015), Steven Holl Architects' dramatic expansion design for The Museum of Fine Arts in Houston Wallpaper.
  7. Museum of Fine Arts, Houstom: Sarofim Campus (accessed 24 December 2020)
  8. Robin Pogrebin (February 7, 2012), Houston Museum Chooses Architect for Expansion Plan New York Times.
  9. The Museum of Fine Arts, Houston. Glassell Junior School. Mfah.org. ციტირების თარიღი: 2012-09-19
  10. Museum of Fine Arts, Houston: Campus Redevelopment. ციტირების თარიღი: 24 December 2020