სახელმწიფო (პლატონი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
1713 წლის გამოცემა

სახელმწიფო (ბერძ. Πολιτεία — „პოლიტია“) — პლატონის მიერ ძვ. წ. 380 წელს დაწერილი ცნობილი დიალოგი. დიალოგის მთავარი მოქმედი ფიგურა სოკრატეა. წიგნი ეხება ისეთ თემებს, როგორებიცაა სიმართლე, კანონი, სამართლიანი ქალაქი და სამართლიანი ადამიანი. ისტორიულად და ინტელექტუალურად იგი ფილოსოფიისა და პოლიტიკური თეორის ერთ–ერთ ყველაზე გავლენიან ნაშრომად ითვლება. მასში სოკრატე სხვადასხვა ათენელსა და უცხოელთან ერთად მსჯელობს სიმართლის არსზე და განიხილავს, არის თუ არა სამართლიანი კაცი უსამართლოზე უფრო ბედნიერი ქალაქში, რომელიც ფილოსოფოსი–მეფის მიერ იმართება. ნაწარმოების გმირები ასევე მსჯელობენ იდეათა თეორიაზე, სულის უკვდავებაზე და ფილოსოფოსისა და პოეტის როლზე საზოგადოებაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]