სახელმწიფო შესყიდვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სახელმწიფო შესყიდვა (ინგლ. Government procurement), საჯარო შესყიდვა — საქონლის, მომსახურების ან სამშენებლო სამუშაოს შესყიდვა სახელმწიფო უწყებების მიერ.

სახელმწიფო შესყიდვები საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფო შესყიდვები საქართველოში წესრიგდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით[1]. ამ კანონის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვა არის კანონით დადგენილ შემთხვევებში ელექტრონული ან სხვა საშუალებების გამოყენებით შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ნებისმიერი საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვა, რომელიც ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სახელმწიფო ბიუჯეტში კონსოლიდირებული სახსრებით, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სახსრებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და რელიგიური გაერთიანებებისა) სახსრებით, აგრეთვე იმ საწარმოს სახსრებით, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო[2].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი
  2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი