სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო, შტაზი
Ministerium für Staatssicherheit
Emblem Stasi.svg
ქვეყანა: გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა
დაარსდა: 8 თებერვალი, 1950
დაიშალა (გარდაიქმნა): 13 იანვარი 1990
ხელმძღვანელობა
ხელმძღვანელი:

გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო (გერმ. Ministerium für Staatssicherheit), შემოკლებით შტაზი (გერმ. Stasi) — გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის (ე. წ. აღმოსავლეთ გერმანიის) სპეცსამსახური. შტაზის ცენტრალური სამმართველო მდებარეობდა აღმოსავლეთ ბერლინში, ნორმანენშტრასეზე. ასევე მისი ცნობილი ცენტრი იყო ლიხტენბერგში და მისი მრავალი ფილიალი გაფანტული იყო მთელ ქალაქში. შტაზის დევიზი იყო „პარტიის დროშა და დაშნა“ (გერმ. Schild und Schwert der Partei), რაც გერმანიის გაერთიანებულ სოციალისტურ პარტიასთან პირდაპირ კავშირზე მიანიშნებდა. ადრეულ წლებში ამ ორგანიზაციის სახელწოდება ასევე იყო სახელმწიფო უშიშროების სამსახური (გერმ. Staatssicherheitsdienst).

სამინისტრო შეიქმნა 1950 წლის თებერვალში. 1989 წლის ნოემბერში სახელწოდება გადაერქვა: ეროვნული უშიშროების სამსახური, ხოლო ერთი თვის შემდეგ გაუქმდა. შტაზის დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ერიხ მილკე, რომელიც ერიხ ჰონეკერის მსგავსად 1989 წლის ოქტომბერში ჩამოაცილეს გერმანიის გაერთიანებული სოციალისტური პარტიის ხელმძღვანელობას და გარიცხეს პარტიიდან.

1992 წელს შეიქმნა შტაზის დოკუმენტებზე წვდომის უზრუნველმყოფი ორგანო. გერმანიის ხელახლა გაერთიანების ხელშეკრულების თანახმად, შტაზისთან თანამშრომლობა მიჩნეულია საჯარო ორგანოებში სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • GIESEKE, Jens. Stasi : Tajná policie NDR v letech 1945-1990. Praha: Ikar, 2013. ISBN 978-80-249-2105-1.
  • SCHELL, Manfred; KALINKA, Werner. Stasi : nekonečný příběh : osoby a fakta. Praha: Naše vojsko, 2005. ISBN 80-206-0770-6.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]