სახელზმნა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სახელზმნა — სიტყვა, რომელსაც აქვს როგორც არსებითი სახელის, ისე ზმნის ნიშნები. სახელზმნა ბრუნვიანი სიტყვაა და წინადადებაში გამოიყენება როგორც სახელი(შეიძლება იყოს სუბიექტი, ობიექტი, მეორეხარისხოვანი წევრი), ზმნასთან კი აერთიანებს ლექსიკური შინაარსი, წარმოება, გამოყენება III სერიის ფორმათათვის და წარმოქმნის ზოგი კატეგორია(გეზი, ორიენტაცია, ასპექტი და სხვა).

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიტყვა ანტონ კათალიკოსმა შემოიღო და აღნიშნავს „ქმნის და ვნების“ გამომხატველ სიტყვას(„წერა“, „კეთება“ ...), რომელიც სახელის ნიშნებსაც ატარებს და ზმნისაც(იმას, რაც დღეს საწყისით, მასდარით აღინიშნება). შემდგომ გრამატიკოსთა(სოლომონ დოდაშვილი, თედო ჟორდანია და სხვა) სახელზმნას არსებით სახელებში ათავსებდა, მეორე(დავით ყიფიანი და სხვა) ზმნის სისტემას მიაკუთვნებდა. აკაკი შანიძემ გააფართოვა ტერმინის ხმარების არეალი და იგი მიმღეობაზეც გაავრცელა, ნაზმნარი არსებითი სახელი კი აღნიშნა ტერმინით საწყისი; დღეისათვის სახელზმნა მოიცავს საწყისსაც და მიმღეობასაც.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]