სახდელის ჯვრის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სახდელის ჯვრის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
მუნიციპალიტეტი ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა ღინტური
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი დარბაზული ეკლესია
თარიღდება X-XV საუკუნეები

სახდელის ჯვრის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ღინტურში. X-XV საუკუნეებში.

ეკლესია დარბაზულია, სამხრეთის მინაშენით. ნაშენია ფლეთილი და უხეშად დამუშავებული, მუქი ფერის ტუფით. ინტერიერი: აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდაა. ცენტრში სარკმლით. მის ზემოთ, ორივე მხარეს, წაგრძელებული ნიშებია. ჩრდილოეთის კედელი ყრუ სიბრტყეა. დასავლეთის კედლის ზედა, ცენტრალურ ნაწილში, მცირე, თაღოვანი სარკმელია. სამხრეთი კედლის ცენტრში შიგნიდან თაღოვანი და გარედან არქიტრავული შესასვლელია. მის აღმოსავლეთით, ოდნავ მაღლა, თაღოვანი, ვიწრო სარკმელია. კამარა, კონქი და გადახურვა ჩამონგრეულია და მათი ნანგრევებით შიდა სივრცე ნახევრად ამოვსებულია. ეკლესიის კედლები შელესილია. სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში შემორჩენილია ფრინველის წვიმისაგან გადარეცხილი, წითელკონტურიანი გამოსახულება. სამხრეთის მინაშენი მიდგმულია მთავარი ეკლესიის სამხრეთის ფასადს და მთელს სიგრძეზე გასდევს მას. აღმოსავლეთით ბრტყელი აბსიდია. ცენტრში მცირე, ვიწრო სარკმელია. არქიტრავული შესასვლელი სამხრეთის კედელშია. მთელი მინაშენი ამოვსებულია საკუთარი და მთავარი ეკლესიის გადახურვის ნანგრევებით. უამრავი ლორფინია მიმობნეული. ფასადები: აღმოსავლეთის ფასადს ზედა ნაწილი მონგრეული აქვს. ცენტრში ჩამოცვენილია პერანგის ქვები. ფასადი ნაშენია უხეშად დამუშავებული მოწითალო და მუქი ტუფით. ჩრდილოეთის ფასადი იგივე მასალითაა ნაშენი, რითაც აღმოსავლეთის ფასადი. შერჩენილი აქვს სადა კარნიზის მცირე ფრაგმენტი. დასავლეთის ფასადის ზედა ნაწილში თაღოვანი სარკმლის ჭრილია, მის ზემოთ ჯვრის რელიეფიანი კვადრია. მთავარი ეკლესიის ფასადის ზედა ნაწილში თაღოვანი სარკმლის ჭრილია. მინაშენის ფასადის ცენტრში არქიტრავული შესასვლელია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 26561