სახდელის ხევის სამების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სახდელის ხევის სამების ეკლესია— არქიტექტურული ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭარწყლიდან დაახლოებით 1,5 კილომეტრზე. აგებულია ადრე ფეოდალურ ხანაში.

ეკლესია დარბაზულია (5,40×3,90 მ). ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთით ნასახლარის კვალი შეინიშნება, ხოლო აღმოსავლეთით პატარა ბორცვზე კოშკი მცირე ნაშთი და გალავნის (10 მ სიმაღლის) ნაწილია შემორჩენილი. აქედან ძველი გზა მიდიოდა სარბიელასა და ალეწის ციხისაკენ. ეკლესიის საშენ მასალად გამოყენებულია უხეშად დამუშავებული უსწორო სხვადასხვა ზომის ქვები. ტაძარს ერთადერთი შესავლელი სამხრეთიდან აქვს. ძეგლს ორი სარკმელი აქვს: ერთი თაღოვანი მოხაზულობის სარკმელი აღმოსავლეთითაა გაჭრილი, მეორე კი დასავლეთ კედელშია. ტაძარში ალაგ-ალაგ შემორჩენილია შელესილობის კვალი, რის საფუძველზეც დევი ბერძენიშვილი ფიქრობდა, რომ ეკლესიის ინტერიერი მთლიანად მოხატული უნდა ყოფილიყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერძენიშვილი დ., გიორგიძე მ., ჩაჩხუნაშვილი ც., ჭანიშვილი გ., არქიტექტურულ-ისტორიული გზამკვლევი გუჯარეთი, თბ., 1987
  • მაკალათია ს., ბორჯომის ხეობა (ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი), თბ., 1957
  • გოგოლაძე თ., ბორჯომის ხეობის ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლები (გზამკვლევი), თბ., 2014 გვ. 99-100