სახარის ჯვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სახარის ჯვარი — ეკლესია, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ლ. მამუკიშვილის ეზოში. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია (5,4 X 3,4 მ) ნაგებია რიყის ქვით და კირის დუღაბით. დაზიანებულია: ჩამოქცეულია კამარა, მორღვეულია კედლის ზედა ნაწილი.

შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი გარედან თაღოვანია, შიგნიდან სწორკუთხა. ეკლესია უაფსიდოა. აღმოსავლეთით დასრულებულია სწორი კედლით, რომელშიც ვიწრო, ოთხკუთხა სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ქვემოთ დგას ოთხკუთხა ტრაპეზი. ჩრდდილოეთ კედლის აღმოსავლეთ კუთხეში ნიშაა.

შენობას ხის ნივნივებზე მოწყობილი კრამიტის გადახურვა აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]