სახამის პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სახამას პროვინცია)
Jump to navigation Jump to search
სახამის პროვინცია
Provincia de Sajama
Parque Nacional Sajama - Nevado Sajama - Oruro - Bolivia.jpg
ქვეყანა ბოლივიის დროშა ბოლივია
კოორდინატები 18°15′00″ ს. გ. 68°12′00″ დ. გ. / 18.25000° ს. გ. 68.20000° დ. გ. / -18.25000; -68.20000
ფართობი 7 704 კმ²
სალაპარაკო ენები ესპანური, აიმარა, კეჩუა
მოსახლეობა 9 096 კაცი (2001)
სიმჭიდროვე 1,2 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTCGMT -4
Bolivia Oruro Sajama.png

სახამის პროვინცია (ესპ. Provincia de Sajama) — პროვინცია ბოლივიაში, ორუროს დეპარტამენტის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. დედაქალაქია კურაუარე-დე-კარანგასი.

სახამა ერთ-ერთია ორუროს დეპარტამენტის თექვსმეტი პროვინციიდან. ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება ლა-პასის დეპარტამენტი, დასავლეთით — ჩილე. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაჭიმულია 120 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 135 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 7 704 კმ²-ს შეადგენს.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1992 წლის აღწერისას, მოსახლეობა 7 891 ადამიანს შეადგენდა, 2001 წელს კი 9 096-ს, ანუ ადგილი ჰქონდა 15.3 %-იან ზრდას.
  • 88.6 % ლაპარაკობს ესპანურად, 90.4 % აიმარაზე და 4.2 % კეჩუაზე.
  • მოსახლეობის 97.0 %-ს არ აქვს ელექტროენერგია (1992).
  • 68.2 % დასაქმებულია სასოფლო-სამეურნეო სფეროში, 0.3 % მაღაროებში, 5.4 % მრეწველობაში, 26.1 % მომსახურების სფეროში (2001).
  • მორწმუნეთა 66.1 % კათოლიკეა, 26.9 % პროტესტანტი (1992).

დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინცია შედგება ორი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

18° ს. გ. 68° დ. გ. / 18° ს. გ. 68° დ. გ. / -18; -68