სახაზავი
სახაზავი — ხაზვისთვის განკუთვნილი ხელსაწყო, რომელიც გვეხმარება სწორი ხაზების გავლებაში. ვიწრო, სწორკიდეებიანი ფირფიტა მილიმეტრიანი და სანტიმეტრიანი დანაყოფებით.
ვარიაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისტორიის განმავლობაში სახაზავებს ამზადებდნენ სხვადასხვა მატერიით. როგორც წესი, ძირითადად გვხვდებოდა ხისგან დამზადებული სახაზავები, მაგრამ, პლასტმასიც ხშირად გამოიყენებოდა. მეტალიც ასევე გამოიყენება მეტად მტკიცე და გამძლე სახაზავებისთვის, რომლებიც ძირითადად სახელოსნოებში გვხვდება. 12 ან 30 სმ. სიგრძის (ზოგჯერ 100 სმ.-ის), სახაზავი სამუშაო მაგიდის განუყოფელი ნაწილია ხატვისას ან ხაზვისას. შედარებით გრძელი სახაზავები, მაგალითად, 46 სმ, საჭიროა სხვადასხვა შემთხვევისთვის.
გეომეტრიაში გამოყენება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გეომეტრიაში, სწორი ხაზები წერტილებს შორის შესაძლოა გაევლოს ისეთი სახაზავითაც, რომელსაც აღნიშვნები არ გააჩნია. შესაბამისად, ის ასევე გამოიყენება გრაფიკებისა და ცხრილების დახაზვისას, მაქსიმალური სიზუსტის დაცვით. ტრანსპორტირი ისეთი კონსტრუქციაა, რომელიც იყენებს სახაზავსაც და კომპასსაც. შესაბამისად, მისი გამოყენებით კუთხის შუაზე გაყოფაა შესაძლებელი.