საჭმელი ტრიუფელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საჭმელი ტრიუფელი
Pilze d. Heimat, T. 45b - Tuber aestivum.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ჩანთიანი სოკოები
კლასი:  პეზიზომიცეტები
რიგი:  პეზიზასნაირნი
ოჯახი:  ტრიუფელისებრნი
გვარი:  ტრიუფელი
სახეობა:  საჭმელი ტრიუფელი
ლათინური სახელი
Tuber aestivum Vittad., 1831

საჭმელი ტრიუფელი (ლათ. Tuber aestivum) — ტრიუფელის გვარის სოკო ტრიუფელისებრთა ოჯახისა, რომელიც გავრცელებულია ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში.[1]

სოკო პირველად აღწერა ავსტრიელმა მიკოლოგმა ფრანც კსავერ ფონ ვულფენმა 1786 წელს როგორც Lycoperdon aestivum.

სამეცნიერო სინონიმები:

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაყოფსხეული მიწისქვეშაა, 3-10 სმ დიამეტრის, კარტოფილის ტუბერისებრი ფორმის. ზედაპირზე განლაგებულია მეჭეჭისებური წარმონაქმნები. შეფერილობით ყავისფერ-შავი.

რბილობი თავიდან თეთრი ან ნაცრისფერია, შემდეგ — მურა თეთრი ჩანართებით.

სპორების ზომა 24-45×17-30 მკმ, სპორების მტვერი მუქი ყავისფერია, ჩანთები ცილინდრული, 5 სპორიანი.

ძვირფას საჭმელ სოკოდ ითვლება, თუმცა სხვა ნამდვილ ტრიუფელებთან შედარებით ნაკლებად ფასობს.

გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გავრცელებულია ევროპის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით საფრანგეთის, ესპანეთისა და იტალიის ხმელთაშუა ზღვის კლიმატურ ზონებში.[1] საქართველოში იშვიათი სოკოა.[2] ნაყოფსხეული მიწისქვეშაა. მიკორიზას ქმნის სხვადასხვა ჯიშის ხეებთან. იზრდება შერეულ და ფოთლოვან ტყეებში (იშვიათად წიწვოვან ტყეებში), უპირატესად მუხის, წიფლის, რცხილისა და არყის ფესვებთან, ზაფხულიდან შემოდგომის დასაწყისამდე.

მსგავსი სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შავი ტრიუფელი (Tuber melanosporum) — ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ტრიუფელი. მკვრივი რბილობით, ნორჩობაში მოყავისფრო-მოწითალო, შემდეგ შავდება. ხელის დაჭერისას ჟანგისფერს იღებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 41, ISBN 99940-856-1-1.
  • (2001) Грибы: Справочник. М.: „Астрель“, „АСТ“, გვ. 281. ISBN 5-17-009961-4. 
  • Лессо Т. Грибы, определитель / пер. с англ. Л. В. Гарибовой, С. Н. Лекомцевой. — М.: „Астрель“, „АСТ“, 2003. — С. 258. — ISBN 5-17-020333-0.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]