საჭინკიის მღვიმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საჭინკიის მღვიმეკარსტული წარმონაქმნი ჭიათურის მუნიციპალიტეტში, მდინარე საძალეხევის აუზში, ზღვის დონიდან 750 მ-ზე. გამომუშავებულია ზედაცარცულ კირქვებში. წარმოადგენს ჰორიზონტალური დახშული გვირაბების სისტემას, 3 განშტოებით; მთავარი გვირაბის სიმაღლე საშუალოდ 3-4 მ-ია. სიგანე ამდენივე.

ვხვდებით მინიატურულ კანიონებსა და ტერასებს. მღვიმე გაჩენილია დროებითი ღვარების მოქმედებით. ჯამური სიგრძე 300 მ. განშტოებებში გვხვდება წვრილი სტალაქტიტები. ჰავა დინამიურია. ჩაედინება დროებითი ღვარები. გამოიყოფა კონდენსაციური ნალექები. მოიპოვება ცხოველების ძვლები. ადვილი მისადგომია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966